ბორჯომელებს რესტავრირებული საცხოვრებელი არ მოსწონთ

ბორჯომელებს რესტავრირებული საცხოვრებელი არ მოსწონთ

ბორჯომში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, ორსართულიანი საცხოვრებლიდან გამოსახლებული ოჯახები, წელიწადნახევრის შემდეგ საკუთარ ბინებს დაუბრუნდნენ. თუმცა, მათ რეაბილიტირებული კორპუსი არ მოსწონთ და ხელისუფლებას ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მოსახლეობის თქმით, მათ საცხოვრებელი იმ მოტივით დატოვეს, რომ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის გაკეთება მოუწევდათ. ამასთან, საცხოვრებელი ბოლომდე დასრულებულ არ არის და 12 ოჯახიდან ორი საკუთარ სახლში შესვლას ვერ ახერხებს. "ვინც ეს ოთახები დააპროექტა, ეძინა და ისე აპროექტებდა? შესასვლელი შესასვლელს არ ჰგავს და ოთახი ოთახს. ბინებში მხოლოდ წყალი და დენი გვაქვს. წყალიც პრობლემურია, პირველ სართულზე თუ მოუშვი, მეორეზე წყდება. გაზის შემოყვანას კი შვიდი თვეა გვპირდებიან. ტელევიზორს ვერ ვუყურებთ, ერთი ცენტრალური კაბელის გამოყვანა რა პრობლემა გახდა?", - ამბობენ კორპუსის მცხოვრებლები.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა