მოჩ­ვე­ნე­ბა სა­რე­ლაქ­სა­ციო ცენ­ტრში

მოჩ­ვე­ნე­ბა სა­რე­ლაქ­სა­ციო ცენ­ტრში

მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას ძი­რი­თა­დად ძველ შე­ნო­ბებს უკავ­ში­რე­ბენ, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზი ან შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რია აქვთ. თუმ­ცა პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ამ­ჯე­რად ნი­ნოშ­ვი­ლის 25 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე სა­რე­ლაქ­სა­ციო ცენტრს ვეს­ტუმ­რეთ.

ხა­ტია წე­რე­თე­ლი, სა­რე­ლაქ­სა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი: ამ შე­ნო­ბა­ში ჩვე­ნი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრი სა­მი წლის წინ გად­მო­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, მა­ნამ­დე აქ "ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტე­ბის" ოფი­სი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. სახ­ლი მორ­წმუ­ნე, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ოჯახს ეკუთ­ვნის. რო­ცა გად­მო­ვე­დით, ყვე­ლა­ფე­რი და­ვა­ლა­გეთ და მუ­შა­ო­ბას შე­ვუ­დე­ქით. საქ­მე­ე­ბის გა­მო ქა­ლა­ქი­დან მო­მიხ­და გას­ვლა და უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი პირ­ვე­ლად სწო­რედ მა­შინ შე­ნიშ­ნეს ჩემ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა - ძი­რი­თა­დად წი­თელ ოთახ­ში ხმა­უ­რობ­და მოჩ­ვე­ნე­ბა.

- კერ­ძოდ, რა შე­ნიშ­ნეს?

- რო­გორც ხე­დავთ, ცენ­ტრი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი­ა. მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან, სა­დაც მა­შინ არა­ვინ იყო, მო­ეს­მათ, კი­ბე­ზე არ­ბე­ნის ხმა, თით­ქოს ოთა­ხებ­ში ვი­ღაც და­დი­ო­და. ხმა­ურ­მა რამ­დე­ნი­მე წამს გას­ტა­ნა, ამი­ტომ ამ ფაქტს დი­დი ყუ­რადღ­ე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს, იფიქ­რეს, რომ მო­ეჩ­ვე­ნათ. რო­დე­საც თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი, მი­ამ­ბეს ამის შე­სა­ხებ, რაც ცო­ტა და­უ­ჯე­რე­ბ­ლად მეჩ­ვე­ნა. შემ­დეგ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე, რო­გორ და­დი­ო­და ოთა­ხებ­ში აჩ­რდი­ლი და და­ვი­ჯე­რე. ყვე­ლას გვსმე­ნია ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ სა­ნამ სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ ვნა­ხავთ, ვერ ვი­ჯე­რებთ. ასე მოხ­და ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო აქ გა­ჩე­რე­ბა. სა­ღა­მო­ო­ბით მოჩ­ვე­ნე­ბა ძა­ლი­ან ხმა­უ­რობ­და, ამი­ტომ ვან­თებ­დით საკ­მე­ველს. ამ დროს უნ­და გე­ნა­ხათ, რა დღე­ში იყო. სას­წა­უ­ლი ხმა­უ­რი ის­მო­და. ადი­ო­და კი­ბე­ზე, და­დი­ო­და ოთა­ხებ­ში, ჩარ­თავ­და და გა­მორ­თავ­და ტე­ლე­ვი­ზორს. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ აქ­ტი­ურ­დე­ბო­და, რო­ცა ქა­ლა­ქი­დან მი­წევ­და გას­ვლა.

- მოჩ­ვე­ნე­ბა ახ­ლაც ჩნდე­ბა?

- არა. მღვდელ­თან წა­ვე­დი და ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვი, ცენ­ტრი ვა­კურ­თხე­ბი­ნეთ, იმ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და: შე­ვი­და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში, წყა­ლი მო­უშ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი და­ას­ვე­ლა. ეტყ­ო­ბა, იბ­რძო­და, არ უნ­დო­და აქე­დან წას­ვლა.

- მღვდელმა რო­გორ ახ­სნათ ეს ამ­ბა­ვი?

- მას არ გაჰ­კვირ­ვე­ბია ეს მოვ­ლე­ნა. გვითხ­რა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა დაჰ­ყვე­ბო­დეს ეშ­მა­კი, ჩვენს ცენ­ტრში სხვა­დას­ხვა აღ­მსა­რებ­ლო­ბის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­დის. მი­სი ვა­რა­უ­დით, ალ­ბათ ერ­თ-ერთ მათ­განს შე­მოჰ­ყვა და ვე­ღარ გა­აღ­წია აქე­დან. გვითხ­რა, რომ უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ლოც­ვა და და­დე­ბი­თი აუ­რა. სახ­ლის კურ­თხე­ვის შემ­დეგ, ერთ წელ­ზე მე­ტია მოჩ­ვე­ნე­ბა აღარ შეგ­ვი­ნიშ­ნავს. ბო­რო­ტი ძა­ლის­გან და­სა­ცა­ვად ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი ატა­რებს 90-ე და 50-ე ფსალ­მუ­ნებს.

გი­ორ­გი ახა­ლაია (თა­ნამ­შრო­მე­ლი): იცით, რამ­დენ­ჯერ ჩაგ­ვაგ­დო უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოჩ­ვე­ნე­ბამ? ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა კლი­ენ­ტი მარ­ტო იყო სა­რე­ლაქ­სა­ციო ოთახ­ში და მოჩ­ვე­ნე­ბამ წყა­ლი მო­უშ­ვა. გიჟ­დე­ბოდ­ნენ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი სტრე­სი­ა, რო­ცა ასე­თი რა­ღაც ხდე­ბა. ერთ სა­ღა­მოს მე და ჩე­მი თა­ნამ­შრო­მე­ლი თი­კო ფან­ჯა­რას­თან ვი­დე­ქით, ვე­წე­ო­დი. უცებ ორი­ვემ უც­ნა­უ­რი სი­ცი­ვე ვიგ­რძე­ნით, ზაფ­ხუ­ლი იყო, და­ვი­ნა­ხეთ, რომ კარ­თან იდ­გა მოჩ­ვე­ნე­ბა და მის­გან მო­დი­ო­და ეს სი­ცი­ვე.

- რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და?

- ძა­ლი­ან მა­ღა­ლი­ა, მოკ­ლე თმა და გრძე­ლი წვე­რი აქვს. მა­საც თით­ქოს სი­გა­რე­ტი ეჭი­რა. რო­ცა ჩნდე­ბო­და, ჯერ სი­ცი­ვეს ვგრძნობ­დით და მე­რე ვხე­დავ­დით. ერ­თხელ დივ­ანი­და­ნაც კი გად­მო­მაგ­დო.

ჟა­ნა (თა­ნამ­შრო­მე­ლი): ცენ­ტრის მოწ­ვე­ვით სა­მუ­შა­ოდ უზ­ბე­კე­თი­დან ჩა­მო­ვე­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ნამ ბი­ნას და­ვი­ქი­რა­ვებ­დი, აქ ვცხოვ­რობ­დი. თა­ვი­დ­ან უც­ნა­უ­რი არა­ფე­რი შე­მი­ნიშ­ნავს. ერთ სა­ღა­მოს ხმა­ურ­მა გა­მაღ­ვი­ძა. მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვი­ღაც და­დი­ო­და, ვი­ფიქ­რე, გო­გო­ნებს რა­მე დარ­ჩათ და დაბ­რუნ­დნენ­-მეთ­ქი. ზე­მოთ ასულს სიმ­ღე­რის ხმა შე­მო­მეს­მა, ვი­ღა­ცა კა­ცი ხმა­მაღ­ლა ჩემ­თვის უც­ნობ მე­ლო­დი­ას მღე­რო­და. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს