რა ჯი­შის ძაღ­ლებ­ზეა თბი­ლის­ში მოთხ­ოვ­ნა

რა ჯი­შის ძაღ­ლებ­ზეა თბი­ლის­ში მოთხ­ოვ­ნა

რო­გორც ყო­ველ­თვის, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დი­დი მოთხ­ოვ­ნა დღე­საც ადა­მი­ა­ნის ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბარ­ზე - ძაღ­ლზე­ა. კი­ნო­ლო­გი ირაკ­ლი ოყ­რო­ში­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ თბი­ლის­ში უფ­რო მე­ტად პა­ტა­რა ჯი­შის ძაღ­ლებ­ზეა მოთხ­ოვ­ნა.

- სხვა ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან, მა­გა­ლი­თად, კა­ტას­თან შე­და­რე­ბით, ძაღ­ლი, რა თქმა უნ­და, უფ­რო კარ­გად იყი­დე­ბა. საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და პა­ტა­რა ჯი­შე­ბი, რად­გან მა­თი მოვ­ლა უფ­რო იო­ლი­ა. მა­გა­ლი­თად, ხალ­ხი ხში­რად იძენს პე­კი­ნესს, ჯეკ რა­სელ ტე­რი­ერს, ჩი­ხუ­ა­ხუ­ას. პუ­დელ­სა და კო­კერ სპა­ნი­ელ­ზეც არის მოთხ­ოვ­ნა, მაგ­რამ იმ ჯი­შებ­თან შე­და­რე­ბით, რაც ჩა­მოვ­თვა­ლე, ბევ­რად ნაკ­ლე­ბი. ზოგს ეს ჯი­შე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონს, ზო­გი კი იმი­ტომ ყი­დუ­ლობს, რომ მათ ბეწ­ვი ნაკ­ლე­ბად სცვი­ვა. ეს ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბა­სა და ძაღ­ლის მოვ­ლის პი­რო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ბევრს არა აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ დი­დი ზო­მის ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი იყო­ლი­ოს, ამა­ში ბი­ნის ფარ­თო­ბი, ეზოს უქონ­ლო­ბა უშ­ლის ხელს.

- დიდ ძაღ­ლებ­ზე ისე­თი მოთხ­ოვ­ნა აღარ არის, რო­გო­რიც ად­რე იყო?

- ჰას­კი­სა და გერ­მა­ნულ ნა­გაზ­ზე დი­დი მოთხ­ოვ­ნა­ა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ჟა­მად ასე­თი ჯი­შის ძაღ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. თბი­ლის­ში მათ ამ­რავ­ლე­ბენ, მაგ­რამ უაზ­როდ. ვინც იცის და ვინც არ იცის, შე­იძ­ლე­ბა თუ არა მა­თი ასე­თი სიხ­ში­რით და რა­ო­დე­ნო­ბით გამ­რავ­ლე­ბა, ყვე­ლა ამ­რავ­ლებს, ამი­ტომ მა­თი გა­ყიდ­ვა რთუ­ლი­ა. არა მარ­ტო სუფ­თა ჯი­შე­ბი, არა­მედ შე­რე­უ­ლი და უჯი­შო ძაღ­ლე­ბიც ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბით მრავ­ლდე­ბა, რო­გორც წმინ­და ჯი­შის. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიღ­მის ბა­ზარ­ში ხდე­ბა და თან, ოქ­როს და ნა­გავს - ყვე­ლას მა­ღალ ფასს ადე­ბენ.

ეკა აბაშიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"შოუმ იმდენად გაამართლა, რომ ახალი სეზონის ქასთინგი ფინალის ეთერში გასვლამდე დავიწყეთ" - "სამზარეულოს ომების" სეზონი ფინიშს მიუახლოვდა

"აღსრულდა სამართალი... დავრჩი აბსოლუტურად უსახლკაროდ!" - რატომ დაკარგა ბესო ზანგურმა საცხოვრებელი და რას წერს მსახიობი "ფეისბუქზე"?

"ტბაზე ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს... თუმცა ტერიტორიას არავინ აკონტროლებს" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი?