თბი­ლისს რუ­სეთ­ში სეხ­ნია ჰყავს ანუ დე­და­სო­ფე­ლი ტბი­ლის­სკაია

თბი­ლისს რუ­სეთ­ში სეხ­ნია ჰყავს ანუ დე­და­სო­ფე­ლი ტბი­ლის­სკაია

იცო­დით, რომ აქ­ვე, მე­ზობ­ლად, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, მდი­ნა­რე ყუ­ბა­ნის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზეც არ­სე­ბობს ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის სეხ­ნი­ა, ოღონდ დე­და­სო­ფე­ლი - თბი­ლი­სი, უფ­რო ზუს­ტად კი - ტბი­ლისს­კა­ი­ა, რო­მე­ლიც იქა­უ­რი თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ცენტრს წარ­მო­ად­გენს? და რომ ამ რა­ი­ონ­ში ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ? მარ­თა­ლი­ა, იქა­უ­რო­ბა გორ­გას­ლის ხოხ­ბი­სა და თბი­ლი წყლე­ბის წყა­ლო­ბით არ მო­უ­ნათ­ლავთ თბი­ლი­სად, მაგ­რამ სა­ხელ­წო­დე­ბა კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რომ უკავ­შირ­დე­ბა, აშ­კა­რა­ა.

1788-1791 წლებ­ში დღე­ვან­დე­ლი ტბი­ლისს­კა­ი­ას ად­გი­ლას, სა­ზაფ­ხუ­ლო სად­გო­მად აშე­ნე­ბულ მი­წუ­რებ­ში კავ­კა­სი­ის არ­მი­ის ტიფ­ლი­სის პოლ­კი და­ბა­ნა­კე­ბუ­ლა. მარ­თა­ლი­ა, სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თებს გა­მო­სა­ზამ­თრებ­ლად დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლი შე­უც­ვლი­ათ, მაგ­რამ მი­ტო­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ახა­ლი მო­ბი­ნად­რე­ე­ბი გას­ჩე­ნი­ა: 1802 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს ეკა­ტე­რი­ნოს­ლავ­სკი­დან ყუ­ბან­ში გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლი კა­ზა­კე­ბით იქ სო­ფე­ლი გა­უ­შე­ნე­ბი­ათ და ალ­ბათ, პირ­ველ­მო­სახ­ლე­ე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად, ტიფ­ლის­სკაია უწო­დე­ბი­ათ. იმ­ხა­ნად სო­ფელ­ში კა­ზაკ­თა 181 კომ­ლი, სულ კი 845 სუ­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლა. კა­ზა­კე­ბი ერ­თგუ­ლად იცავ­დნენ სოფ­ლის საზღ­ვრებს არა­ყუ­ბა­ნელ­თა თავ­დას­ხმე­ბის­გან და ბევრ მათ­განს საგ­მი­რო საქ­მი­თაც გა­უთ­ქვამს სა­ხე­ლი. ერ­თ-ერთ სა­ხე­ლო­ვან ამ­ბად "უმ­ცრო­სი" თბი­ლი­სე­ლე­ბი (­თუ ტბი­ლი­სე­ლე­ბი) ან­დრეი გრე­ჩიშ­კი­ნის ასე­უ­ლის გმი­რო­ბას მი­იჩ­ნე­ვენ - 1829 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გრე­ჩიშ­კი­ნი ათა­სო­ბით თავ­მდამ­სხმელ მთი­ელს თა­ვი­სი ასე­უ­ლით შებ­რძო­ლე­ბია და ეგ­რეთ წო­დე­ბულ მგლე­ბის კა­რიბ­ჭეს­თან თა­ვიც შე­უკ­ლავთ მტრის­თვის - ამ­ბო­ბენ, კა­ზა­კებ­მა ტყვე­ო­ბას გმი­რუ­ლად სიკ­ვდი­ლი ამ­ჯო­ბი­ნე­სო.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბო­და, ლა­მაზ­დე­ბო­და და უფ­რო და უფ­რო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენ­და ტიფ­ლისს­კა­ი­ას და­სახ­ლე­ბა. 1887 წელს მი­სი გავ­ლით ეკა­ტე­რი­ნო­და­რამ­დე რკი­ნიგ­ზაც გა­უყ­ვა­ნი­ათ. სად­გუ­რის­თვის ჯერ "რო­ზო­ვა­ი­ა", შემ­დეგ კი გმი­რი კა­ზა­კი ან­დრე­ის პა­ტივ­სა­ცე­მად, "გრე­ჩიშ­კი­ნო" და­ურ­ქმე­ვი­ათ. ტიფ­ლისს­კა­ი­ა­ზე გა­დი­ო­და სამ­ხედ­რო გზაც, სა­დაც თურ­მე ბევ­რჯერ გა­უვ­ლი­ათ ალექ­სან­დრე პუშ­კინს, მი­ხე­ილ ლერ­მონ­ტოვ­სა და ლევ ტოლ­სტო­ის. 1934 წლის 31 დე­კემ­ბრი­დან სო­ფელ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტიფ­ლი­სის რა­ი­ო­ნი დაა­არ­სეს, ხო­ლო 1936 წლის 14 ნო­ემ­ბრი­დან სოფ­ლი­სა და რა­ი­ო­ნის სა­ხე­ლი სრულ­ყვეს და სა­ქარ­თვე­ლოს თბი­ლი­სის და­რად, ტბი­ლისს­კაია და ტბი­ლი­სის რა­ი­ო­ნი უწო­დეს... ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ გა­და­უ­ტა­ნია სო­ფელ­სა და რა­ი­ონს, მათ შო­რის - გერ­მა­ნელ­თა ოკუ­პა­ცი­ის­თვი­საც გა­უძ­ლი­ა, მაგ­რამ ღირ­სე­ბა არას­დროს და­უ­კარ­გავს. ამ­ბო­ბენ, კრას­ნო­და­რის თბი­ლის­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად შრო­მის­მოყ­ვა­რე და თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბე­ნო. შრო­მის­მოყ­ვა­რე ხალ­ხის ხე­ლი აშ­კა­რად ეტყ­ო­ბა "რუ­სუ­ლი" თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის ცხოვ­რე­ბას და იქა­უ­რო­ბაც გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი და ის­ტო­რი­უ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით მდი­და­რი ჩანს. აქ თურ­მე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლია - ყორ­ღა­ნე­ბი, სა­მარ­ხე­ბი, ნა­სახ­ლა­რე­ბი, რა­ი­ონს რამ­დე­ნი­მე მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­ლო­ცა­ვიც აქვს: ყოვ­ლად­წმინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ფარ­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა, თვი­თონ სო­ფელ ტბი­ლისს­კა­ი­ა­ში - ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ტა­ძა­რი და კა­ზაკ ან­დრეი გრე­ჩიშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის სამ­ლოც­ვე­ლო. გა­სა­ო­ცა­რი­ა, რომ სა­მი სა­ლო­ცა­ვი­დან ორი ჩვენ­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წმინ­და­ნის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი; კა­ზა­კი თბი­ლი­სე­ლე­ბიც მებ­რძო­ლი სუ­ლით აშ­კა­რად "ე­ნა­თე­სა­ვე­ბი­ან" ქარ­თვე­ლებს; იქა­უ­რი ბუ­ნე­ბა ხომ ძა­ლი­ან ჩა­მოჰ­გავს სა­ქარ­თვე­ლო­სას...

კრას­ნო­და­რის თბი­ლი­სის დღე­ვან­დე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას რუ­სე­ბი შე­ად­გე­ნენ, უმ­ცი­რე­სო­ბას კი - სომ­ხე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი და სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი. და­ზუს­ტე­ბით ვერ გეტყ­ვით, ცხოვ­რო­ბენ ან ცხოვ­რობ­დნენ თუ არა ამ რა­ი­ონ­ში ქარ­თვე­ლე­ბი - ამის შე­სა­ხებ კრას­ნო­და­რის მხა­რის თბი­ლი­სი და თბი­ლი­სე­ლე­ბი არა­ფერს იტყ­ო­ბი­ნე­ბი­ან. რუ­სეთ­ში მდე­ბა­რე თბი­ლისს, სხვა­თა შო­რის, სა­კუ­თა­რი მა­უწყ­ებ­ლო­ბაც აქვს. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვლა­დის­ლავ სე­რი­ა. ახალ ხელ­მძღვა­ნელს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე იქა­უ­რი თბი­ლი­სე­ლე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აირ­ჩე­ვენ.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს