ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ადა­მი­ა­ნის დნმ-ს ცვლის

ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ადა­მი­ა­ნის დნმ-ს ცვლის

ხან­მოკ­ლე სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბა­საც შე­უძ­ლია დნმ-ში და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს და შე­ამ­ცი­როს სიმ­სუქ­ნი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. ამ დას­კვნამ­დე ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 23 ახალ­გაზ­რდა ქა­ლ­სა და მა­მა­კა­ცზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად მი­ვიდ­ნენ. ექ­სპე­რი­მენ­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს წო­ნის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ვარ­ჯი­შის დაწყ­ე­ბამ­დე ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და ყვე­ლა ჯან­მრთე­ლი იყო.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­ნა­წი­ლე­ებს კვი­რა­ში სამ­ჯერ უნ­და ევარ­ჯი­შათ აე­რო­ბი­კასა და ვე­ლო­ა­ე­რო­ბი­კაში. თუმ­ცა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რულ ფი­ზი­კურ ვარ­ჯიშს არ იყ­ვნე­ნ მიჩ­ვე­უ­ლი, მხო­ლოდ კვი­რა­ში ორ­ჯერ ვარ­ჯი­შობ­დნენ. ექ­ვსი თვის დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ მკვლევა­რებ­მა ექ­სპე­რი­მენტ­ში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის გე­ნები გა­აა­ნა­ლი­ზეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ არა­ხან­გრძლივ ვარ­ჯი­შსაც არ ჩა­უვ­ლია ფუ­ჭად - შე­იც­ვა­ლა იმ გე­ნე­ბის მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, რომ­ლე­ბიც ცხი­მის შე­ნახ­ვა­სა და სიმ­სუქ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აგე­ბენ პა­სუხს.

მეც­ნი­ე­რე­ბი და­აკ­ვირ­დნენ ცვლი­ლე­ბებს ე.წ. სა­მიზ­ნე ჯგუ­ფებ­ში - ცხი­მო­ვან უჯ­რე­დებ­ში, ანუ იმ მო­ლე­კუ­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც გე­ნე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ. ცნო­ბი­ლი­ა, რომ სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბი "გე­ნე­ბის ექ­სპრე­სი­ა­ზე" ზე­მოქ­მე­დე­ბენ. ისიც ცნო­ბი­ლი­ა, რომ ყვე­ლა უჯ­რე­დი, მათ შო­რის ცხი­მო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბი დნმ-ს შე­ი­ცა­ვენ და გე­ნე­ტი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხა­ვენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გე­ნე­ბი მემ­კვიდ­რე­ობით გა­და­ი­ცე­მა და მთლი­ა­ნო­ბა­ში არ იც­ვლე­ბა, გე­ნე­ბის შიგ­ნით სა­მიზ­ნე ჯგუ­ფებ­ზე სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი ზე­გავ­ლე­ნას მა­ინც ახ­დენს. ეს ფაქ­ტო­რე­ბია - ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში, დი­ე­ტა და ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის წე­სი.

"ჩვენ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შის და­დე­ბი­თი ეფექ­ტი აჩ­ვე­ნა, - ამ­ბობს კვლე­ვის ავ­ტო­რი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეპი­გე­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი 7 000-მდე გენს შე­ეხო­, რაც გე­ნო­მის 35%-ს შე­ად­გენს. გარ­და ამი­სა, მეც­ნი­ე­რებ­მა გა­აა­ნა­ლი­ზეს ის გე­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ტიპ 2-ს და სიმ­სუქ­ნეს უკავ­შირ­დე­ბა და აქაც და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გარ­და ამი­სა, შემ­ცირ­და გე­ნე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, რომ­ლე­ბიც შაქ­რის შე­ნახ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ორი საკ­ვან­ძო გე­ნის მო­დი­ფი­კა­ცი­ამ კი შე­ამ­ცი­რა თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟავე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა (მა­თი მა­ღა­ლი დო­ნე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მე-2 ტიპ­თან).

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ცდე­ბით დამ­ტკიც­და. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ადა­მი­ა­ნის დნმ-ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს