დუშეთის გამგებელი: "თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამოსთვის ბიუჯეტში თანხა არ გვაქვს"

დუშეთის გამგებელი: "თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამოსთვის ბიუჯეტში თანხა არ გვაქვს"

22 ივლისს, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან სამი წელი სრულდება. დუშეთის მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ამ დღესთან დაკავშირებით არანაირი ღონისძიების გამართვა არ იგეგმება. "ბიუჯეტი წინასწარ არის დაგეგმილი, კულტურაზე რამდენი უნდა გაიხარჯოს, სხვა კუთხით რამდენი და ა.შ. რადგან უკვე გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნები, ბიუჯეტში ცვლილების უფლება აღარ გვაქვს, მხოლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს ვაფინანსებთ, თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის კი თანხა განსაზღვრული არ გვაქვს" , - განაცხადა დუშეთის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა.

შეგახსენებთ, 2010 წლის 22 ივლისს, თეონა ქუმსიაშვილი ხევსურეთში, მუცოსთან ახლოს საგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, როდესაც მეურლესთან, გელა დაიაურთან და ახლობლებთან ერთად ათენგენობიდან ბრუნდებოდნენ.

"მიცუბიშის" მარკის ჯიპი, რომელშიც 10 ადამიანი იჯდა, მდინარე არღუნში, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაიღუპა 7 ადამიანი: თეონა ქუმსიაშვილი, მისი შვილები 2 წლის დემეტრე, 9 თვის ჯარჯი, თეონას და ნათია ქუმსიაშვილი, მეგობარი ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა