ქეით მიდლტონის დედა და კამილა პარკერი ერთმანეთს ვერ იტანენ

ქეით მიდლტონის დედა და კამილა პარკერი ერთმანეთს ვერ იტანენ

სამეფო ოჯახში ახალი სკანდალი მწიფდება. პრინც ჩარლზის მეუღლეს, კამილა პარკერს ოჯახის თითქმის ყველა წევრთან აქვს კონფლიქტი. თუმცა, ამჯერად პარკერის ახალი სამიზნე მიდლტონის დედა კეროლია. მათ მეგობრული ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, მაგრამ ამჯერად მდგომარეობა იმდენად გართულდა, ქეითს მათ შორის ჩადგომა და გაშველება უწევს.

"კამილასა და კეროლს კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, მაგრამ ურთიერთობა ჩიხში ქეითის ფეხმძიმობის შემდეგ შევიდა. მათ ნამდვილი ომი აქვთ. კამილა ფიქრობს, რომ ქეითის დედას სამეფო ოჯახთან და დახვეწილ საზოგადოებასთან საერთო არაფერი აქვს. პარკერი ამბობს, რომ თუ კეროლი შვილიშვილთან დიდ დროს გაატარებს, ბავშვი საშინელ თვისებებს შეიძენს - საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საღეჭ რეზინს დაღეჭავს, ხმამაღლა ილაპარაკებს, ან მოურიდებლად მოიქცევა. კეროლის გამო სამეფო ოჯახი ბევრჯერ შერცხვენილა", - წერს ვებსაიტი showbizspy.com.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს