ჭრელი სამყარო

ჭრელი სამყარო

ტკბილეულის მოყვარულებს უფრო მეტად უმართლებთ

ინგლისელმა სპეციალისტებმა ფარ­თომასშტაბიანი სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარეს, რათა გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე პროდუქტის მიმართ ძლიერმა სიყვარულმა გავლენა იქონიოს მომუშავე ადამიანთა პროფესიულ წარმატებებზე.

გაირკვა, რომ ასეთი ურთიერთკავშირი უფრო მეტად შეიმჩნევა ტკბილეულის მოყვარულებში. ერთი წლის განმავლობაში იმ მუშაკთა 60%, რომელთაც სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის აქვთ კანფეტები ან რაიმე სხვა ტკბილეული, სამსახურში დააწინაურეს, ხოლო 43% რეგულარულად იღებდა პრემიებს. საერთოდ, ტკბილეულის მოყვარულები თავიანთი კოლეგების სიმპათიებითა და პატივისცემით სარგებლობენ. ფსიქოლოგები ამ მოვლენას იმით ხსნიან, რომ ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, გულკეთილები და გულისხმიერები არიან, მათ ასეთ თვისებებს კი სათანადოდ აფასებენ უფროსებიც და რიგითი თანამშრომლებიც. რაც შეეხება პიკანტური კერძების მოყვარულებს, მათგან ხელფასის მომატებით მხოლოდ ყოველ მეოთხეს შეეძლო ეტრაბახა, ხოლო კარიერული წინსვლით - მხოლოდ 17%-ს.

მაგნიტი მეხისთვის

როგორც ამბობენ, მეხი ერთ ადგილზე ორჯერ არ ეცემა, მაგრამ კოლუმბიელ ალეხანდრო მენდონას ეს ფრაზა სევდიან ღიმილს ჰგვრის. ბოლო ხანებში მეხი მას ოთხჯერ დაეცა. პირველად ეს 2010 წლის სექტემბერში მოხდა. ალეხანდროს დიდი დრო დასჭირდა გონზე მოსასვლელად, მაგრამ მაინც კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ცოცხალი გადარჩა. მეორე ინციდენტის შემდეგ მენდონამ დასახმარებლად ექიმებს მიმართა, მაგრამ მათ ვერაფრით დაადგინეს, თუ რატომ მოეწონა იგი ასე ბუნების ამ საოცარ მოვლენას. მესამე შემთხვევის შემდეგ საბრალო თითქმის მთელი წელი არ გამოსულა სახლიდან, მაგრამ მეხი იქაც მისწვდა. როდესაც ალეხანდრო მეოთხედ დაზარალდა, მან ექიმბაშებს მიმართა მუდარით, როგორმე დაეხსნათ იგი ამ "ჯადოსაგან". ექიმბაშებმა უიღბლო "მეხამრიდი" ვერტიკალურად ჩაფლეს მიწაში, რათა ელექტრული მუხტისაგან გაეთავისუფლებინათ, რამაც თითქოს უშველა კიდეც, თუმცა, შესაძლოა დროებით!..

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს