მოქალაქე 5 600 ლარს ითხოვს, გამგეობა კი 500 ლარს სთავაზობს

მოქალაქე 5 600 ლარს ითხოვს, გამგეობა კი 500 ლარს სთავაზობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურის მკვიდრი, ზოია როყვა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.  მას მარცხენა ფეხის ენდოპროტეზირება ესაჭიროება, რისთვისაც 5 600 ლარია საჭირო. "მივმართე ოზურგეთის გამგეობას და არანაირი დახმარება არ აღმომიჩინეს. მითხრეს, არ გვაქვს ფინანსური საშუალება, 500 ლარითაც ვერ დაგეხმარებითო. ამ შენობაში, ქვემოთ კი მიგიღებენ კარგად და გამოგიშვებენ მეორე სართულზე, მაგრამ რად გინდა, დახმარებით არავინ გეხმარება. რაც იყო სააკაშვილის მთავრობა, იმაზე უარესი მთავრობა არის მოსული" - აცხადებს ზოია როყვა.

ოზურგეთის გამგებლის მოადგილის ირაკლი სირაძის თქმით, ოპერაციის სრულად დაფინანსების საშუალებას არც გამგეობის დებულება და არც ბიუჯეტი იძლევა. "კარგად მოგეხსენებათ, რომ 5 600 ლარს სამედიცინო გადარიცხვაზე ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ამას წესი კრძალავს და ჩვენ გვაქვს დებულება, სადაც გაწერილია, ვის როგორ ვეხმარებით. ქალბატონ ზოიას ვუთხარი, რომ თუ დანარჩენი 5 100 ლარი აქვს, ჩვენ 500 -ლარიან საგარანტიო წერილს ახლავე გავუკეთებდით. ამ წერილს მოქმედების ვადა აქვს ერთი თვის მანძილზე" -აცხადებს სირაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა