შალვა ნათელაშვილის მეუღლე უცნობი მამაკაცის თავდასხმას გადაურჩა

შალვა ნათელაშვილის მეუღლე უცნობი მამაკაცის თავდასხმას გადაურჩა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია საკუთარ სახლში უცნობი მამაკაცის თავდასხმას გადაურჩა. ბელა ალანია ინციდენტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დეტალურად აღწერს.

"ბექამ სახლიდან გასვლამდე, შემახსენა, შემოსასვლელი კარები ჩამეკეტა. მე დამავიწყდა. ტელევიზორი მქონდა ხმამაღლა ჩართული და თან საჭმელს ვაკეთებდი. რამდენიმე ხნის შემდეგ, არც კი ვიცი როგორ გავიგონე, კარების ჭრიალის ხმა (არადა, დიდი ხანია ვიძახი, რომ დასაზეთია და არავინ გამიგონა).

- ბექა, მოხვედი?, - გავძახე, პასუხი რომ ვერ გავიგე, შემოსასვლელი კარისკენ გავეშურე. დერეფანში იდგა ვიღაც კაცი, ალბათ 60-65 წლის იქნებოდა. ჩემს დანახვაზე შეცბა, დაიბნა, კარი გააღო და გავარდა. ასეთ ქცევაზე დავეჭვდი, დავრეკე დარაჯთან . „სტუმარმა“ ვერ მოასწრო გაქცევა და სადარბაზოს გასასვლელთან დააკავა ომარმა.

- რა გინდოდათ, რატომ შემოხვედით უცხო ბინაში უნებართვოდ? თქვენ ალბათ ციხიდან ახალი გამოსული ხართ. ახლავე თუ არ ამოატრიალებთ ჯიბეებს, პოლიციაში დავრეკავ , - უთხრა ომარმა და მეც ომახიანი ხმით მხარი ავუბი.

- როგორც კი დარეკავ, ყელს დანით გამოგჭრი და დაგანახებ საკუთარ სისხლს, - მითხრა კაცმა და სიძულვილით შემომხედა. თვალებს იქეთ-აქეთ აცეცებდა.

არ ვიცი, იმ წუთას რატომ არ შემეშინდა, ალბათ დარაჯის იმედი მქონდა, რომელსაც გაკავებული ყავდა სადარბაზოში მოსეირნე. ჯიბეები ამოიტრიალა, არაფერი არ ჰქონდა წაღებული. ვერ მოასწრო, აშკარად.

- ჯანდაბას, წადი, მაგრამ იცოდე, რომ კარებს ზარი იმიტომ აქვს, რომ დარეკო, როცა რამე გინდა. - ვუთხარი, ახლა უკვე მშვიდობისმოყვარე ხმით.

- ბოდიში ქალბატონო. მართლა არასწორად მოვიქეცი, მაგრამ თქვენისთანა სახლში რომ მყავდეს, ცხრაჯერ მივბეგვავდი დღეში, სულ სისხლს ვადენინებდი და ისწავლიდა ჭკუას როგორ მელაპარაკოს.

- ახლა აქედან წადი, სანამ პოლიციაში არ დავრეკე და არ გაგაგზავნეს ისევ საიდანაც მოხვედი.

რომ წავიდა, მერე მივხვდი, როგორ მიკანკალებდა მუხლები. არ დატოვოთ კარი ღია, ეს საშიშია! ეს ამბავი გუშინ მოხდა და აქ არც კი დავწერდი, უბრალოდ გაითვალისწინეთ", - წერს ბელა ალანია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს