მაცივარში შენახული დოკუმენტები და გინეკოლოგის კაბინეტი ქვიტირის გამგეობაში

მაცივარში შენახული დოკუმენტები  და გინეკოლოგის კაბინეტი ქვიტირის გამგეობაში

წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის გამგეობის ავარიულ შენობაში მუშაობისთვის არასათანადო პირობებია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფლის ერთადერთ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც იშვიათად დადიან.

შენობაში ქვიტირის გამგეობის ადმინისტრაციას მეორე სართულზე მხოლოდ ერთი ოთახი უკავია, სადაც გამგებელი და ადმინისტრაციის თანამშრომლები ერთად მუშაობენ. ყველაზე საინტერესო კი შენობის პირველ სართულზე განთავსებული სამედიცინო პუნქტია, სადაც სტომატოლოგის კაპინეტიდან გინეკოლოგის ოთახით დამთავრებული, ყველა სახის სამედიცინო დანიშნულების კაბინეტი აქვთ. შენობაში კიდევ ერთი "აღმოჩენა", პირველ სართულზე მაცივარში შენახული დოკუმენტებია. გამგეობის კუთვნილ გაფუჭებულ მაცივარში დიდი რაოდენობით საქმიანი ქაღალდები ინახება, რომელთა დანიშნულებას გამგეობის თანამშრომლებიც კი ვერ ხსნიან. ამასთან, საბჭოთადროინდელი შენობა სოფლის ბიბლიოთეკას და "ლიბერთი ბანკის" ფილიალსაც იტევს.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა