მუნიციპალიტეტების ყოფილი გამგებლები გუბერნატორის ადმინისტრაციაში დასაქმდნენ

მუნიციპალიტეტების ყოფილი გამგებლები გუბერნატორის ადმინისტრაციაში დასაქმდნენ

ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებიც კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ თანამდებობებიდან გადადგნენ, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმდნენ.

კასპის ყოფილი გამგებელი ნუგზარ ნონიაშვილი 2013 წლის 17 აპრილს რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა. ქარელის ყოფილი გამგებელი ილია ბურჯანაძე 1 მაისიდან გუბერნატორის ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობს. ხაშურის ყოფილი გამგებელი როინ მახარობლიძე კი ჯერ კიდევ, 2012 წლის ბოლოს, გუბერნატორის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დაინიშნა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა