ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პირველი ფოტოები გავრცელდა

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პირველი ფოტოები გავრცელდა

გუშინ საღამოს დიდი ბრიტანეთის ტახტის ახალმა მემკვიდრემ სამშობიარო დატოვა - პატარას სანახავად სამშობიაროსთან უამრავმა ადგილობრივმა, ტურისტმა და ჟურნალისტმა მოიყარა თავი. ლონდონში მდებარე წმინდა მარიას საავადმყოფოს წინ ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამსს დიდი ხნით მოუწიათ შეყოვნება, რადგანაც პატარა მემკვიდრე ყველას აინტერესებდა. ბავშვი 3.80 კილოგრამს იწონის.

"მშობიარობა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური დღე იყო. ყველა დედა მიხვდება, ამ წუთში რას ვგრძნობ", - განაცხადა ქეითმა ჟურნალისტებთან საუბარში.

"ის ძალიან დიდი და მძიმე ბიჭია. სახელი ჯერ არ მოგვიფიქრებია", - დასძინა პრინცმა უილიამმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს