აშშ-ში ყველაზე მყრალი ყვავილი გაიშალა

აშშ-ში ყველაზე მყრალი ყვავილი გაიშალა

ვაშინგტონის ბოტანიკურ ბაღში მსოფლიოში ყველაზე უსიამოვნო სუნის ყვავილი აყვავილდა. ბოტანიკური კლასიფიკაციის მიხედვით, მას "ტიტან არუმი" ეწოდება.

ბოტანიკოს ბილ მაკლაფლინის თქმით, ყველაზე მყრალი ყვავილი ამავდროულად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვავილოვანი მცენარეა. ეგზემპლარის სიმაღლე 2.5 მეტრს აღწევს.

"აშშ-ში ასეთი ზომის ყვავილი ძალიან ცოტაა, მაგრამ მთავარი მაინც მისი სუნია", - აცხადებს ბოტანიკოსი.

ტიტან არუმის სამშობლო ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრას ტროპიკული ტყეებია, თუმცა მისი ცუდი სუნის გამო, ყვავილი კუნძულზე თითქმის მთლიანად გაანადგურეს. სამაგიეროდ, მისი ხილვა ვაშინგტონის ბოტანიკურ ბაღშია შესაძლებელი, სადაც ადამიანები გრძელ რიგებში დგანან. ყველა ცდილობს, ყველაზე მყრალი ყვავილი რაც შეიძლება ახლოდან შეათვალიეროს და მისი სუნიც იყნოსოს.

ყველა, ვისაც ამ უცნაური ყვავილის სუნი უგრძვნია, მას სხვადასხვანაირად აღწერს. ზოგი აყროლებული თევზის სუნს ადარებს, ზოგი ლაყე კვერცხისას, ზოგიც ნიუ-იორკის სანაგვის ”სურნელს”. საბედნიეროდ, ტიტან არუმი ძალიან იშვიათად ყვავილობს. ამერიკაში მან სულ 30-ჯერ იყვავილა.

მომზადებულია segodnya.ua-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს