კრიშტიანუ რონალდუმ ფანს ხელი მოტეხა

კრიშტიანუ რონალდუმ ფანს ხელი მოტეხა

ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. მადრიდის "რეალსა" და ინგლისის "ბორნმუთს" შორის ამხანაგური მატჩის დროს, ვარსკვლავმა შემთხვევით მოტეხა ხელი ინგლისური საფეხბურთო კლუბის ახალგაზრდა თაყვანისმცემელს.

ინციდენტი ფეხბურთელის მიერ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს მოხდა. დარტყმის შედეგად ბურთი 11 წლის ჩარლი სილვერსტუდს მოხვდა. თამაშის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბიჭს ორმაგი მოტეხილობა ჰქონდა. ბავშვი მამასთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს და თაბაშირი დაადეს.

როგორც ჩარლი აცხადებს, მას ხელი ძალიან ეტკინა, თუმცა სახე ხელით რომ არ დაეფარა, ბურთი წინა კბილებს ჩაუმსხვრევდა. მიუხედავად ამისა, ჩარლიმ უსიამოვნო სიტუაციაში პოზიტიური მხარეც იპოვა.

"ეს ხელის მოტეხვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია! ვერასდროს იფიქრებ ადამიანი, რომ რაიმე მსგავსი შეიძლება ვინმეს მოუვიდეს. რონალდუ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა და მან მე ხელი მომტეხა", - აცხადებს ჩარლი.

იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაყვანისმცემელი გაეხალისებინათ, "ბორნმუთის" მოთამაშეებმა ბიჭს მათი ხელმოწერებით გაფორმებული ბურთი და კრიშტიანუს მიერ ხელმოწერილი მაისური აჩუქეს.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს