ჯორჯ ბუშ უფროსმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვის გასამხნევებლად თავი გადაიპარსა

ჯორჯ ბუშ უფროსმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვის გასამხნევებლად თავი გადაიპარსა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უფროსმა 2 წლის ბავშვის გასამხნევებლად, რომელიც ლეიკემიითაა დაავადებული, თავი გადაიპარსა.

2 წლის ბიჭუნა, სახელად პატრიკი ბუშის დაცვის წევრის შვილია. 89 წლის ყოფილმა პოლიტიკოსმა პატივისცემა და თანაგრძნობა ამ ხერხით გამოხატა. მოგვიანებით ბუშს დაცვის სერვისის ყველა წევრმა მიბაძა - მათ პატარა ბიჭუნასთან ერთად ფოტოც გადაიღეს.

ჯორჯსა და მის მეუღლეს, ბარბარა ბუშს 60 წლის წინ 4 წლის ქალიშვილი, რობინი (ჯორჯ ბუშის უმცროსი და) ლეიკემიით გარდაეცვალათ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს