ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს ჯორჯი დაარქვეს

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს ჯორჯი დაარქვეს

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა პირველ ვაჟს ჯორჯ ალექსანდრე ლუი დაარქვეს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეფო ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უკვე დაუდასტურა.

"მათ ბავშვს ჯორჯი დაარქვეს - წყვილს ეს სახელი მოსწონს და მეტი არაფერი", - განმარტა ქეითის წარმომადგენელმა.

პატარა ჯორჯი დედოფალმა კენსინგტონის სასახლეში გუშინ დილით მოინახულა. ამჟამად ქეითი და ჯორჯი ბერკშირის საგრაფოში იმყოფებიან - კემბრიჯის ჰერცოგინიას გადაწყვეტილებით, ცოტა ხნით ოჯახი ქეითის მშობლებთან იცხოვრებს.

შეგახსენებთ, ჯორჯი ლონდონში მდებარე ყველაზე პრესტიჟულ, კერძო საავადმყოფოში Lindo Wing of St Mary-ში გაჩნდა. ის 3.80 კილოგრამს იწონის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს