ადიგენში რელიგიური კონფლიქტი ღვივდება?

ადიგენში რელიგიური კონფლიქტი ღვივდება?

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში, აჭარიდან გადმოსახლებული მუსლიმები და რაჭიდან ჩამოსახლებული მართლმადიდებლები წლებია უკონფლიქტოდ ცხოვრობენ. რამდენიმე დღის წინ, სოფელში მდებარე მეჩეთს გვერდით 24 მეტრიანი მინარეთი მიუშენეს. როგორც ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, მინარეთის მოშლის მოთხოვნით მართლმადიდებელი თანასოფლელები ხელმოწერებს აგროვებენ. მართლმადიდებლებსაც სმენიათ ხელმოწერების შესახებ, თუმცა ხელის მოწერას არ აპირებენ, რადგან ათეული წლებია მუსლიმების გვერდით ცხოვრობენ, კარგი მეზობლური ურთიერთობა აქვთ და ამ ურთიერთობების გაფუჭება არ უნდათ. უფრო მეტიც, მათი თქმით, სოფელში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობაში მუსლიმებიც ეხმარებიან. სოფელში რელიგიურ ნიადაგზე კომპლიქტს ორივე მხარე ერთხმად უარყოფს.

ჭელის იმამის მოადგილის, დავით ჩოგაძის განცხადებით, თუ შეგროვდება ხელმოწერები და ადგილობრივი მართლმადიდებლები მინარეთის მოშლას გადაწყვეტენ, არავინ შეეწინააღმდეგება. თუმცა ჩოგაძე დარწმუნებულია, რომ ამ ამბის შეთითხნას და სოფელში რელიგიური შუღლის გაღვივივებას ვიღაც სპეციალურად ცდილობს. 

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა