შავი ქვრივი - XX საუკუნის ყველაზე ულმობელი მკვლელი ქალი

შავი ქვრივი - XX საუკუნის ყველაზე ულმობელი მკვლელი ქალი

ავანტიურისტი, გასული ასწლეულის ყველაზე ულმობელი მკვლელი, 16 ტერორისტული აქციის მონაწილე, მას ეძებდა ინტერპოლი, გამოძიების ფედერალური ბიურო, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. მისი დაჭერისთვის დაწესებული იყო ჯილდო 100 ათასი დოლარის ოდენობით. ინტერპოლის ფაილებში მოიხსენიებოდა მეტსახელით "შავი ქვრივი". უამრავი ქვეყანა მოიარა სხვადასხვა სახელით: მარია ფონ შტეფენბერგი, ლუიზა მორო, ელზა გრიუნი, ირმა კოხი, კლაუდია რამირესი... მაგრამ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი, პირველი 18 წელი, საბჭოთა კავშირში გაატარა ნამდვილი სახელითა და გვარით - მარია ბერგერი.

მარია 1956 წელს დაიბადა მოსკოვში, ებრაელი ინტელიგენტების ოჯახში. მამა მეცნიერებათა დოქტორი იყო, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. დედა ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში უცხო ენებს ასწავლიდა. მარია მათი ერთადერთი და უსაყვარლესი შვილი იყო, ამასთან, ძალიან ლამაზი - ეშხიანი შავგვრემანი, მეტყველი ნაცრისფერი თვალებით. რაც მთავარია, საოცარი ნიჭიერებით გამოირჩეოდა. კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სკოლა დაამთავრა, ფორტეპიანოს კლასით. თავისუფლად ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს. მარიას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა...

მარიას მშობლები საშინელ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. მაშინ გოგონა 14 წლის იყო. მისი აღზრდა დეიდამ ითავა. დეიდა კლარა ცნობილი ვიოლონჩელისტი და მდიდარი ელიტური ქალბატონი იყო, ამასთან, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით გამოირჩეოდა და ბავშვების აღზრდაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. კლარა მხოლოდ 15 წლით იყო დისშვილზე უფროსი... გოგონა მალე აღმოჩნდა მის საწოლში. უკვე 15 წლის მარიამ გაცილებით ბევრი რამ იცოდა რეალურ ცხოვრებაზე, ვიდრე მისმა თანატოლებმა. დაუფარავად ეწეოდა სიგარეტს, სტუმრობდა ელიტურ თავყრილობებს, სადაც თავისუფლად შეეძლო სპირტიანი სასმელების დალევა. ყველა ასაკისა და მდგომარეობის მამაკაცის ყურადღებას იპყრობდა. საპირისპირო სქესის წარმომადგენლები დანახვისთანავე თავს კარგავდნენ შავთმიან ებრაელ ლამაზმანზე. თავად მარია კი არანაირ გრძნობას არ ამჟღავნებდა, არაფერს განიცდიდა მათ მიმართ. მართალია, ეს ყველაფერი სიამოვნებდა, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინა საკუთარი ბუნების სერიოზული დეფექტი - მას არ შეეძლო სიყვარული - არც ადამიანის, არც ცხოველის, არც საგნების. მათდამი არც თანაგრძნობა ახასიათებდა და არც შეჩვევა. საოცრად გულგრილი, ცივი და ანგარიშიანი იყო. ამაში იყო მისი სისუსტე... და ძალაც.

პირველი მკვლელობა

1973 წელს, როცა მარია 18 წლის იყო, დეიდა კლარამ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. დოკუმენტების მომზადებას და მარიას გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებას ნახევარი წელი დასჭირდა. გამგზავრება ივლისის შუა რიცხვებისთვის იყო დანიშნული. დაიწყო მეგობრებთან გამოსამშვიდობებელი ხანგრძლივი პროცესი. გამგზავრებამდე ორი დღით ადრე მარიამ თავისი პირველი მკვლელობა ჩაიდინა. საღამოს თავის დიდი ხნის თაყვანისმცემელთან, თეატრის მხატვარ ტოფიკ ბაირამოვთან შეიარა გამოსამშვიდობებლად. ბაირამოვი უგონოდ და უიმედოდ იყო შეყვარებული გოგონაზე. იმაზე ფიქრმა, რომ მას მეტად ვეღარ ნახავდა, გონება დაუბნელა. მარიას ყავაში დასაძინებელი აბები ჩაუყარა და ძილ-ბურანში მყოფი გააუპატიურა. ღამით მარიას გამოეღვიძა და როცა აღმოაჩინა, რომ მსუქან, მელოტ და სიბერეშეპარულ ლოველასთან ერთად ეძინა, მის მიმართ საშინელი ზიზღი იგრძნო. ადგა, იბანავა, ყავა დალია, შემდეგ აბაზანიდან სამართებელი გამოიტანა და ცივსისხლიანი მკვლელისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით მძინარე მოძალადეს ყელი გამოჭრა. ტოფიკ ბაირამოვი ძილშივე გარდაიცვალა. მარიამ მკვლელობის ყველა კვალი წაშალა, იქაურობა მოასუფთავა და მშვიდად გაემგზავრა ისრაელში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს