შიდა ქართლის გუბერნატორმა საწვავის და პრემიის ხარჯები გაზარდა

შიდა ქართლის გუბერნატორმა საწვავის და პრემიის ხარჯები გაზარდა

სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა შიდა ქართლში, ზურაბ ჩხეიძემ ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ავტომანქანების საწვავის ხარჯები გაზარდა. თუკი, 2013 წლის იანვარში საწვავის ზღვრული ოდენობა 1110 ლიტრი იყო, 2013 წლის 21 ივნისის განკარგულებით ის 1310 ლიტრით განისაზღვრა. დიზელის საწვავის ოდენობა 1000 ლიტრიდან 1650 ლიტრამდე ავიდა, ჯამში - 2960 ლიტრი.

რაც შეეხება პრემიებს, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ანდრო ბარნოვი იანვრიდან-მაისამდე თვეში 2000 ლარს პრემიას იღებდა, ზურაბ ჩხეიძემ პრემიების ოდენობა 2 500 ლარით განისაზღვრა და პრემია 2 -ჯერ - 15 მაისსს და 17 ივნისს აიღო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა