რა­ტომ გახდა მოდური კბი­ლებ­ში ბრი­ლი­ან­ტის ჩას­მა

რა­ტომ გახდა მოდური კბი­ლებ­ში ბრი­ლი­ან­ტის ჩას­მა

ამ­ბო­ბენ, რომ ლა­მა­ზი ღი­მი­ლი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი­ა. თუმ­ცა სტო­მა­ტო­ლოგ­თან ვი­ზიტს ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მხო­ლოდ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ბე­დავს. "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" "დენ­ტო კლუ­ბის" ექი­მი­-ორ­თო­დონ­ტი რო­მა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ესა­უბ­რა:

- პი­რის ღრუს მოვ­ლის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამაღ­ლდა. პა­ცი­ენ­ტე­ბი მხო­ლოდ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში აღარ მი­დი­ან სტო­მა­ტო­ლოგ­თან. პი­რის ღრუს მოვ­ლის კულ­ტუ­რის ამაღ­ლე­ბა უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მო­ტა­ნამ გა­მო­იწ­ვი­ა. და­იხ­ვე­წა სტო­მა­ტო­ლო­გი­ა.

- ძი­რი­თა­დად რა მოთხ­ოვ­ნე­ბი აქვთ პა­ცი­ენ­ტებს?

- სურთ კბი­ლე­ბის გა­თეთ­რე­ბა და წყო­ბის გას­წო­რე­ბა. ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, ახ­ლა თუ ბრე­კე­ტე­ბი გაქვს, ეს მა­ღა­ლი რან­გის მაჩ­ვე­ნებ­ლად ით­ვლე­ბა და სირ­ცხვი­ლი აღარ არის. ბრე­კე­ტე­ბის გა­კე­თე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, თუ პა­ცი­ენტს აქვს ამის სურ­ვი­ლი. ბრე­კე­ტე­ბი სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის­გან მზად­დე­ბა და ფა­სი ამის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვრე­ბა - 700 ლა­რი­დან ზე­ვით. რაც შე­ე­ხე­ბა კბი­ლე­ბის გა­თეთ­რე­ბას, ამის­თვის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი არ­სე­ბობს. ერ­თ-ერ­თია ე.წ. კა­პე­ბი.  კა­პებ­ში ვას­ხამთ სპე­ცი­ა­ლურ გელს, მას ღა­მით იკე­თებს პა­ცი­ენ­ტი და ის ათეთ­რებს მი­ნან­ქარს. არის მე­ო­რე სა­შუ­ა­ლე­ბაც - ზუ­მის აპა­რა­ტით გა­თეთ­რე­ბა.­ ეს პრო­ცე­დუ­რა თით­ქმის ერ­თი სა­ა­თი და ათი წუ­თი გრძელ­დე­ბა და 4-5 ტო­ნით აღი­ა­ვებს მი­ნან­ქარს. კარ­გი­ა, თუ პა­ცი­ენ­ტი კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ი­ტა­რებს მი­ნან­ქრის გა­თეთ­რე­ბის პრო­ცე­დუ­რას: ჯერ ქვე­ბის მო­შო­რე­ბა, შემ­დეგ გა­თეთ­რე­ბა ზუ­მის აპა­რა­ტით, ბო­ლოს კი ეფექ­ტის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კა­პე­ბის გა­კე­თე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი 700 ლა­რი ღირს.

- ვი­ცი, რომ მო­დურია კბი­ლებ­ში ბრი­ლი­ან­ტის თვა­ლის ჩას­მა...

- ეს უფ­რო თი­ნე­ი­ჯე­რებ­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი. ბრი­ლი­ან­ტის თვა­ლი რამ­დე­ნი­მე თვით სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტის მეშ­ვე­ო­ბით მაგ­რდე­ბა კბილ­ზე. ეს პრო­ცე­დუ­რა თუ ჩვე­ნი "სვა­როვ­სკის" თვლით ხდე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 60 ლა­რი ღირს. ხში­რად პა­ცი­ენტს მო­აქვს სა­კუ­თა­რი ბრი­ლი­ან­ტის თვა­ლი და, რა თქმა უნ­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში უფ­რო ძვი­რი ღირს მი­სი კბილ­ზე და­მაგ­რე­ბა.

- გო­გო­ნე­ბი უფ­რო ხში­რად და­დი­ან თუ ბი­ჭე­ბი?

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ კა­ცე­ბი, ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბად იტა­ნენ ტკი­ვილს. მაგ­რამ ჩვენს კლი­ნი­კა­ში ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია დავ­გეგ­მეთ ეს არის "მალ­ხე­ნი აი­რი". გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში. უსაფ­რთხო­ა, აქვს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი ეფექ­ტი. ხსნის და­ძა­ბუ­ლო­ბას და მო­უს­ვენ­რო­ბას. ამ დროს პა­ცი­ენტს აქვს გო­ნე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რეფ­ლექ­სე­ბი, მაგ­რამ და­კარ­გუ­ლია ში­შის შეგ­რძნე­ბა. ეს უფ­რო აად­ვი­ლებს მას­თან მუ­შა­ო­ბას.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს