კაცებს შიშველი ქალები აღარ იზიდავთ

კაცებს შიშველი ქალები აღარ იზიდავთ

თუ ადრე მოკლე კაბა, ღრმა დეკოლტე და სექსუალური შორტი მამაკაცებს გულს უხარებდათ, დღეს ყველაფერი შეიცვალა.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელშიც ბრიტანელი მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას, აღმოჩნდა, რომ კაცებს დახვეწილი გემოვნების, კლასიკური კაბები ხიბლავთ და პაემანზე მხოლოდ იმ გოგონასთან დარჩებოდნენ, რომელიც პარტნიორთან მორიდებულად მოიქცეოდა. გამოკითხვა გავლენიანმა ბრიტანულმა ვებსაიტმა VoucherCodesPro-მ ჩაატარა.

ფსიქოლოგების აზრით, ასეთი პასუხები სავარაუდოდ, იმითაა გამოწვეული, რომ თანამედროვე კაცებს ნაზი, მშვიდი და მორცხვი ქალები მოენატრათ - დღეს ხომ სუსტი სქესი თითქმის ყველა სფეროშია დასაქმებული და თავისუფლებითაც ტკბება.

ანალოგიური გამოკითხვა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც ჩატარდა - საერთო ჯამში გამოკითხული კაცების 45% ელეგანტურ კაბებში გამოწყობილ ქალებს ანიჭებს უპირატესობას. 31%-ს გულახდილი, თამამი სამოსი მოსწონს. მამაკაცების 17%-სთვის სულ ერთია, რა აცვია პარტნიორ ქალს, მთავარია ლამაზად გამოიყურებოდეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს