საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გერდზე "იურმალის" მუსიკალური კონკურსის ქართველ მონაწილეს აკრიტიკებს.
"ახლა ვუყურე გუშინდელ კონკურსს იურმალაში... ნეტავ დანარჩენებმა რატომ აწიეს ის მაღალი ქულები, არ მესმის. არც სცენური იმიჯი, არც ხმა, არც გარეგნობა! რაღაც სამარცხვინო, გოიმური ღნავილი და არაბუნებრივი მიმიკების კორიანტელი ვნახე! ამ კონკურსში სხვადასხვა დროს პატრისია კაასი, სარა კონორი, კრის დე ბურგი და სხვები მონაწილეობდნენ. თვალებზე რა გაქვთ აკრული, ხალხო??? ესენი ალბათ ყველაზე დიდი, თათრის მოედნის ბაჩაბაზებს თუ მოაწონებდნენ თავს! :)))", - წერს გამსახურდია.
საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე "ახალი ტალღა 2013" საქართველოს სალომე ქათამაძე წარადგენს. კონკურსში სულ 16 მომღერალი მონაწილეობს. კონკურსის საბოლოო შედეგი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
