ა­სა­ღე­ბენ თუ არა დიღ­მის ბაზ­რო­ბა­ზე უჯი­შო ცხო­ვე­ლებს ჯი­ში­ა­ნე­ბად

ა­სა­ღე­ბენ თუ არა დიღ­მის ბაზ­რო­ბა­ზე უჯი­შო ცხო­ვე­ლებს ჯი­ში­ა­ნე­ბად

დიღ­მის ბა­ზარ­ში ბევ­რნა­ი­რი ცხო­ვე­ლი­სა და ფრინ­ვე­ლის ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა. იქ წა­აწყ­დე­ბით ზღარბს, ზა­ზუ­ნას, იხვს, კა­ტას და, რა თქმა უნ­და, ძაღლს. თუმ­ცა სა­თუ­ო­ა, მათ­გან რამ­დე­ნია სუფ­თა ჯი­შის. გამ­ყიდ­ვე­ლებ­მა და ვე­ტე­რი­ნა­რებ­მა "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" რამ­დე­ნი­მე კითხ­ვა­ზე უპა­სუ­ხეს.

გია ჩი­ტი­ნაშ­ვი­ლი, გამ­ყიდ­ვე­ლი:

- აქ ბევ­რი ცხო­ვე­ლი იყი­დე­ბა: თევ­ზე­ბით დაწყ­ე­ბუ­ლი, ზა­ზუ­ნე­ბით და ზღარ­ბე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. არა მარ­ტო ცხო­ვე­ლი, არა­მედ ფრინ­ვე­ლი -იხ­ვიც გვყავ­ს ვერ ვიტყ­ვი, რომ ძა­ლი­ან დი­დი მოთხ­ოვ­ნა­ა, მაგ­რამ მა­ინც იყი­დე­ბა. ვი­საც სა­კუ­თა­რი სახ­ლი, აგა­რა­კი აქვს, ძი­რი­თა­დად, იმათ მიჰ­ყავთ.

და­თო იორ­და­ნაშ­ვი­ლი, გამ­ყიდ­ვე­ლი:

- გვყავს სუფ­თა ჯი­შის ძაღ­ლე­ბიც და შე­რე­უ­ლიც, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი ნა­ხევ­რად კო­კერ-­სპა­ნი­ე­ლი­ა, ნა­ხევ­რად - სე­ტე­რი. ძაღ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ფა­სი 180-200 ლა­რი­ა. რა თქმა უნ­და, ჯიშს გა­აჩ­ნი­ა. ნორ­მა­ლუ­რად იყი­დე­ბა, მაგ­რამ ეს პე­რი­ო­დი მძი­მე­ა, რად­გან შუა ზაფ­ხუ­ლია და ხალ­ხი და­სას­ვე­ნებ­ლა­დაა წა­სუ­ლი. ამ ბო­ლო დროს ციმ­ბი­რუ­ლი ლა­ი­კაა მო­და­ში. ჩვენ ლა­ი­კას და მგლის ნაჯ­ვა­რი გვყავს.

- ერ­თ-ერ­თი კი­ნო­ლო­გის­გან გა­ვი­გე, რომ დიღ­მის ბა­ზარ­ზე გა­სა­ყი­დად ძაღ­ლებს ზედ­მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით ამ­რავ­ლე­ბენ, ბევრს ჯი­ში უფუჭ­დე­ბა.­..ზო­გი­ერ­თი იმა­საც ამ­ბობს, რომ უჯი­შო ცხო­ვე­ლებს ჯი­ში­ა­ნე­ბად ასა­ღე­ბენ.

ლა­ლი ვა­შა­კი­ძე, ვე­ტე­რი­ნა­რი:

- კი­ნო­ლოგ­მა, რო­მელ­საც ბა­ზარ­თან შე­ხე­ბა არა აქვს, ეს სა­ი­დან უნ­და იცო­დეს? სა­ერ­თოდ, რო­ცა მე­პატ­რო­ნეს სუფ­თა ჯი­ში ჰყავს, თვი­თო­ნაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ სუფ­თა ჯიშ­თან შე­აჯ­ვა­როს და ლეკ­ვე­ბიც კარ­გი ჰყავ­დეს, რად­გან წმინ­და ჯი­შის ლეკ­ვე­ბი უფ­რო კარ­გად იყი­დე­ბა. შე­რე­უ­ლი ჯი­შის ძაღლს ეზოს­თვის, და­ბალ ფა­სად ყი­დუ­ლო­ბენ. ამი­ტომ ადა­მი­ანს თუ კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი უნ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ და უბ­რა­ლო ჯიშს არ გა­მო­იყ­ვანს. ჩვენ­თან არც ერ­თი ძაღ­ლი არაა უპატ­რო­ნო. ისე, თა­ვის ძაღლს ვის­თან შე­აჯ­ვა­რებს, პატ­რო­ნის პრე­რო­გა­ტი­ვა­ა! ზო­გა­დად ლა­პა­რა­კს, აჯო­ბებს, ყვე­ლამ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლოს.

- რო­გორც ვი­ცი, კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლებს კუ­დი და­ბა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში უნ­და მო­აჭ­რან. ამ ჯი­შის ძაღ­ლებს თქვენ­თან კუ­დი მოჭ­რი­ლი არა აქვთ, არა­და, უკ­ვე დი­დე­ბი არი­ან... რა­ტომ?

- კუ­დის ამ­პუ­ტა­ცია მა­ლე­ვე უნ­და მოხ­დეს, მაგ­რამ თქვენ რო­მელ ძაღ­ლებ­ზეც მეკითხებით, ისი­ნი რუ­სუ­ლი ჯი­შის არი­ან და მათ პატ­რონს კუ­დის მოჭ­რის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და. ამას გარ­და, რუ­სუ­ლი კო­კერ-სპა­ნი­ე­ლის­თვის კუ­დის ქო­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მას მო­ნა­დი­რედ ვზრდით­. კუ­დი არა მარ­ტო ხერ­ხემ­ლის მა­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ა, არა­მედ თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. მო­ნა­დი­რე­ე­ბი ჟარ­გო­ნუ­ლად ამ­ბო­ბენ, "სტო­ი­კას იჭერ­სო". ძაღ­ლს ფრინ­ვე­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის დროს კუ­დი ორი­ენ­ტა­ცი­ის დაც­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ეკა აბაშიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს