აჩ­რდი­ლი გლდა­ნის ცი­ხე­ში - "ბევ­რი ასე­თი კად­რი არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ ავ­რცე­ლე­ბენ"

აჩ­რდი­ლი გლდა­ნის ცი­ხე­ში - "ბევ­რი ასე­თი კად­რი არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ ავ­რცე­ლე­ბენ"

მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში არის ისე­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. 2008 წელს ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვი­ა. ფი­რი გლდა­ნის საპყ­რო­ბი­ლე­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, მას­ზე ასა­ხუ­ლია თუ რო­გორ მოძ­რა­ობს თეთ­რი აჩ­რდი­ლი პა­ემ­ნე­ბის ოთახ­ში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მოჩ­ვე­ნე­ბა საპყ­რო­ბი­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­ნამ­დეც არ­ა­ერ­თხელ შე­უ­ნიშ­ნავთ, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან დღემ­დე თავს იკა­ვე­ბენ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი­ა, იმ დროს, რო­ცა გლდა­ნის ცი­ხე­ში არ­სე­ბუ­ლი მოჩ­ვე­ნე­ბის კად­რე­ბი გავ­რცელ­და, ის სას­ჯელს სწო­რედ იქ იხ­დი­და.

ლ. გამ­რე­კე­ლი (ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი): - გლდა­ნის ცი­ხე­ში სამ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მო­ვი­ხა­დე. იქ მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ პა­ტიმ­რო­ბამ­დეც მქონ­და გა­გე­ბუ­ლი, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლად არა­სო­დეს აღ­ვიქ­ვამ­დი. მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი­სა და მო­ხე­ტი­ა­ლე სუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა მას შემ­დეგ ვირ­წმუ­ნე, რაც წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან გლდა­ნის ცი­ხე­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, არა­ერ­თხელ და­მი­ნა­ხავს ცი­ხის დე­რე­ფან­ში უსა­ხუ­რი თეთ­რი აჩ­რდი­ლე­ბი, ეს აჩ­რდი­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვია ღა­მით.

- რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მოჩ­ვე­ნე­ბა?

- არ აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ფორ­მა, ვერ იტყ­ვი, რომ ქა­ლია ან კა­ცი. თეთ­რი აჩ­რდი­ლი­ა, რო­მე­ლიც ღრუ­ბელს ჰგავს და გა­და­ად­გილ­დე­ბა. ყვე­ლა პა­ტი­მარ­მა და ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელ­მა იცის ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ვინ­მემ ხმა­მაღ­ლა რომ თქვას, ალ­ბათ გი­ჟი ეგო­ნე­ბათ და ასა­თი­ან­ზე გა­და­იყ­ვა­ნენ. მოჩ­ვე­ნე­ბის კად­რე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბამ­დე ბევ­რად ად­რე აღბეჭდა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა, მაგ­რამ პა­ტიმ­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბის შეშინება არ უნდოდათ და არ გა­ავ­რცე­ლეს. რო­ცა გავ­რცელ­და, ნა­ხეთ რაც მოხ­და, ჩვენ­მა ახ­ლობ­ლებ­მა ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლეს. გახ­სოვთ, მა­შინ რა ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა ამას. შემ­დეგ ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის და­საწყ­ნა­რებ­ლად ით­ქვა, რომ თით­ქოს პრო­ჟექ­ტო­რის შუქ­ზე მო­ფარ­ფა­ტე პე­პ­ლის აჩ­რდი­ლი აი­რეკ­ლა და ეს აღ­ბეჭ­და კა­მე­რამ, მაგ­რამ თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით იმ ვი­დე­ოს, ნა­ხავთ, რომ ეს პე­პ­ლის აჩ­რდი­ლი კი არა უსა­ხუ­რი აჩ­რდი­ლია, სწო­რედ ასე­თი ფორ­მა აქვს სულს, რო­მე­ლიც სა­სუ­ფე­ველს ვერ იმკვიდრებს ზე­ცა­ში და დე­და­მი­წა­ზე და­ბო­რი­ა­ლობს. ბევ­რი ასე­თი კად­რი არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ ავ­რცე­ლე­ბენ.

- რას უკავ­ში­რე­ბენ ამ აჩ­რდი­ლებს?

- იცით ალ­ბათ, რომ იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ახ­ლა გლდა­ნის ცი­ხე­ა, ად­რე ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო იყო, სა­დაც ბევ­რი უპატ­რო­ნო პა­ცი­ენ­ტი ას­რუ­ლებ­და სი­ცოცხ­ლეს. გა­მი­გი­ა, რომ გი­ჟე­ბი სა­სუ­ფე­ველ­ში სა­კუ­თარ ად­გილს ვერ პო­უ­ლო­ბენ და მა­თი სუ­ლე­ბი დე­და­მი­წა­ზე რჩე­ბა. სწო­რედ ამას უკავ­ში­რე­ბენ აქ მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ეს მოჩ­ვე­ნე­ბა ერ­თი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის აჩ­რდი­ლი­ა, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კუ­რად შე­ი­შა­ლა, ქმარ­-შვი­ლი და­ხო­ცა, რის შემ­დე­გაც სა­გი­ჟეთ­ში მო­ა­თავ­სეს და იქ­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ეს რომ აღიკვეთოს, საჭიროა ეკ­ლე­სი­ის დახ­მა­რე­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უნ­და იზ­რუ­ნოს ამა­ზე, მო­იყ­ვა­ნოს მღვდე­ლი, აკურ­თხე­ბი­ნოს ცი­ხე და აღარ გა­მოჩ­ნდე­ბა იქ მოჩ­ვე­ნე­ბა.

გ. და­რა­სე­ლია (ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი): წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რი ვი­ჯე­ქი გლდა­ნის ცი­ხე­ში, იქ, სა­დაც თით­ქოს მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ უც­ნა­უ­რი და პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი არაფერი შე­მი­ნიშ­ნავს, მხო­ლოდ ის მაქვს ნა­ნა­ხი, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში დევს. ადა­მი­ა­ნებს აინ­ტე­რე­სებთ მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი და არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, ამ ყველაფერს თვითონ იგო­ნებ­დნენ. ამას უკავ­ში­რე­ბენ გლდა­ნის ცი­ხის ად­გი­ლმდებარეობას, სა­დაც ად­რე ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი საავადმყოფო ყოფილა გან­თავ­სე­ბუ­ლი. თით­ქოს ახალ­გაზ­რდა კაც­მა ცოლ­-შვი­ლის და­ხოც­ვა სცა­და, შვი­ლი მოკ­ლა, ცო­ლი გა­დარ­ჩა, რის შემ­დე­გაც თა­ვა­დაც თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცოცხ­ლე­ო. ამ­ბო­ბენ, მა­თი საფ­ლა­ვე­ბი სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და მა­თი სუ­ლე­ბი პა­ტიმ­რებს მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლე­ვე­ნო. სულ ეს არის, რაც ვი­ცი და რაც არ მი­ნა­ხავს, იმა­ზე აბა, რა გითხ­რათ...

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს