ქუთაისის საკრებულოს წევრს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ

ქუთაისის საკრებულოს წევრს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ

ქუთაისის №22 ავტობუსები მეორე კვირაა შეზღუდული რაოდენობით მუშაობენ, რის მიზეზადაც მძღოლები მათ ხაზზე ჩასმულ №35 სამარშრუტო ტაქსებს ასახელებენ. მძღოლების ინფორმაციით, №35 სამარშრუტო ხაზი თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას ძმის, გია ქაცარავას საკუთრებაა და სწორედ მისი წყალობით, კორუფციული გარიგებით გაიმარჯვა ტენდერში.

მათივე თქმით, მძღოლების დახმარებას კომპანია "სითილაინის"დირექცია და მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ნესტორ კეპულაძე უშედეგოდ ცდილობენ, რადგან კორუფციული გარიგების უკან საკრებულოს წევრი "გაპატრიოტებული" კახაბერ ნემსიწვერიძე დგას.

აღნიშნული შეფერხებით ადგილობრივი მოსახლეობაც უკმაყოფილოა, რადგან მათთვის №22, მგზავრობის საფასურისა და კომფორტის გამო, მათთვის გაცილებით მისაღები იყო. ამასთან, მათი თქმით, №35 სამარშრუტო ტაქსების მძღოლები თაღლითობენ და №22 ტრაფარეტით დადიან, მგზავრებისგან კი უფრო მეტ საფასურს, 40 თეთრს იღებენ.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა