შეყვარებულებმა სქესი შეიცვალეს

შეყვარებულებმა სქესი შეიცვალეს

შეყვარებულმა წყვილმა სქესი შეიცვალა. დღეს ისინი თანატოლებისგან არაფრით განსხვავდებიან, რომ არა ერთი ნიუანსი - ბიჭი თავის დროზე გოგონად მოევლინა ქვეყანას, მისი გელფრენდი კი - ვაჟად.

17 წლის ერინმა და 19 წლის კეიტმა ერთმანეთი ოკლაჰომაში, ტრანსექსუალი მოზარდების მხარდამჭერ ორგანიზაციაში გაიცვნეს. გარეგნულად ორივე თავისი სქესის წარმომადგენელს ჰგავს. ერინი ერთ დროს გოგო იყო, სახელად ემერალდა, კეიტის ნათლობის სახელი კი ლუკი გახლდათ.

ერთი წლის წინ კეიტმა აისრულა მრავალწლიანი ოცნება და სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. საჭირო თანხა მას სრულიად უცნობმა ადამიანმა გადაუხადა, რომელიც გოგონას ისტორია გაზეთით შეიტყო და მის ანგარიშზე 35 000 დოლარი გადარიცხა. შემდეგ კი ერინმა ჩაიტარა მკერდის მოკვეთის ოპერაცია, რომ სრულყოფილ ვაჟად ქცეულიყო.  

მანამდე ქალის სხეულში მყოფი ერინი მკერდის დასამალად ათასგვარ მკვრივ, ელასტიურ მასალას იხვევდა ტანზე, რომ სარძევე ჯირკვლები არავის შეენიშნა.

"ახლა კი ტრუსისამარა ბანაობა და მაისურის თავისუფლად ტარება შემიძლია, ნამდვილი ბიჭი ვარ. ადრე მძულდა ჩემი მკერდი, რადგან ვგრძნობდი, რომ ჩემი არ იყო. ახლა ის ვარ, ვინც უნდა ვიყო", - აცხადებს ერინი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს