საქართველოში ბენზინის ფასის მატებას ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ადასტურებს. კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ზრდა შეეხო თითქმის ყველა კატეგორიის პროდუქტს, სხვადასხვა ოდენობით მოიმატა ფასმა.
მთვრალაშვილისვე განმარტებით, საქართველო ნავთობიმპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად, კომპანიები იმპორტს ახორციელებენ საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე. საერთაშორისო ფასები კი ბოლო ერთი თვის განმავლობაში იზრდება. ეს ეხება როგორც ნავთობის ფასს, ისე ნავთობპროდუქტებს - ბენზინს, დიზელს.
"შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთან ფასის ზრდა დაკავშირებულია ბოლო 30-40 დღის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან ანუ იქ არსებულმა დინამიკამ, რომელიც გამოირჩეოდა ფასების ზრდით, ჩვენთანაც ფასის კორექტირება გამოიწვია და ბენზინის ფასმა მოიმატა. ამასთან, ჩვენთან გაძვირება არ მომხდარა მყისიერად, საერთაშორისო ფასების პარალელურად", - განმარტავს მთვრალაშვილი.
მისივე თქმით, არსებული ფასი, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ბენზინი საშუალოდ 2-5 თეთრით გაძვირდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9