მამაკაცი გარდაცვალების შემდეგაც "მოგზაურობს"

მამაკაცი გარდაცვალების შემდეგაც "მოგზაურობს"

ამერიკელი გორდონ სმიტი გარდაცვალების შემდეგაც "მოგზაურობს". აშშ-ის შტატ ტენესში მცხოვრებმა წყვილმა, 57 წლის გორდონ სმიტმა და 56 წლის ბევერლიმ 27 წელი ბედნიერ ქორწინებაში გაატარეს. თუმცა შარშან ბევერლის ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალა.

გორდონს ყველაზე მეტად მოგზაურობა უყვარდა და წელიწადში რამდენჯერმე მიდიოდა საზღვარგარეთ, ხოლო ყოველი კვირის თავისუფალ დღეს ქალაქგარეთ ატარებდა. სწორედ ამიტომ ცოლმა საყვარელი ქმრის პატივსაცემად მისი ფერფლი ბოთლში ჩაყარა და ატლანტის ოკეანეში გადააგდო. ბოთლში ფერფლთან ერთად წერილი და სიმბოლურად 2 დოლარიანი დევს.

"მას ოკეანე და სანაპირო ყველაზე მეტად უყვარდა. მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაგეგმილი შვებულება ვერ გამოიყენა და საშუალება მივეცი სიკვდილის შემდეგ ემოგზაურა. მისი გარდაცვალებიდან 3 კვირის შემდეგ ფლორიდაში ჩავედი, აქ ბოლო 27 წელი ყოველ თებერვალს ჩამოვდიოდით და მისი ფერფლი ოკეანეში ჩავასვენე", - ამბობს ბევერლი.

ბოთლში ჩადებულ წერილში წერია, რომ ფერფლი გორდონ სმიტს ეკუთვნის და მას მოგზაურობა ძალიან უყვარდა. "ყველას ვინც ბოთლს ნახავთ, გთხოვთ მის მეუღლეს დაურეკოთ და უთხრათ, სად იმყოფება გორდონის ფერფლი, რადგანაც ის თავის ცოლს ყოველთვის ეხმიანებოდა და თავისი ახალი ადგილმდებარეობის შესახებ უყვებოდა. 2 დოლარიც იმისთვისაა, რომ დარეკვისას თქვენი ფული არ დახარჯოთ. ამასთან, ყველა ვინც ბოთლს იპოვის, მასში საკუთარ წერილს დებს იმის ნიშნად, რომ ფერფლი ნამდვილად იპოვა და თან წერილის პოვნის ადგილსაც უთითებს.

რამდენიმე თვის წინ სმიტების ოჯახში მოულოდნელი ზარი გაისმა - ფლორიდაში მცხოვრები 79 წლის მაილ მარკერი იტყობინებოდა, რომ გორდონის ფერფლი ამჟამად ისლამორადის კუნძულზე იმყოფება. როგორც მაილმა თქვა, ბოთლი ისევ წყალში გადააგდო. 2 კვირის წინ ბევერლის ჯუდი გლუნზმა დაურეკა. ჯუდიმ გორდონის ფერფლი კუნძულ ფლორიდა-კისიზე, სასტუმრო Glunz Ocean Beach Hotel-ის წინ იპოვა და ისევ ოკეანეში გადააგდო.

გორდონის ფერფლი ისევ ოკეანეში მოგზაურობს. ბევერლი მოუთმენლად ელის ტელეფონის ზარს, რომელიც შეატყობინებს, თუ სად იმყოფება მისი მეუღლე.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს