კოკი იონათამიშვილი - "ვურჩევ გიგი უგულავას კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე"

კოკი იონათამიშვილი - "ვურჩევ გიგი უგულავას კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე"

საკრებულოს ყოფილი ნაციონალი დეპუტატი კოკი იონათამიშვილი თბილისის მერს გიგი უგულავას დავით ბაქრაძის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში ჩართვის ნაცვლად თბილისელების ინტერესებზე კონცენტრირებას ურჩევს და მრავალპარტიულ საკრებულოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, ამის შესახებ იონათამიშვილი "ფეისბუქზე" წერს.

"გიგი უგულავას მოსაზრება, რომ ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე 1:0-ს უგებს ქართული ოცნების კანდიდატს, ორიოდ დღის წინ ერთ-ერთ მთავარ სიახლედ იქცა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გიგი უგულავა აპირებს აქტიურად ჩაერთოს დავით ბაქრაძის საპრეზიდენტო კამპანიაში? იმედი მაქვს, რომ არა. უგულავა თბილისელებმა მერად აირჩიეს დედაქალაქის წინაშე მდგარი პრობლემატური საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის და არა იმისათვის, რომ მისი დრო და ენერგია დაიხარჯოს პარტიის ცენტრალური ოფისის საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ზღუდავს ქალაქის მერს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისგან, ვურჩევ გიგი უგულავას მაქსიმალურად კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე; გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ახალი ფორმაციის, მრავალპარტიულ საკრებულოსთან თანამშრომლობისკენ. რამოდენიმე თვეში არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებია, არამედ მისაღებია თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი. ვიმედოვნებ გიგი უგულავა სწორედ დასახავს საკუთარ პრიორიტეტებს", - წერს იონათამიშვილი.

იონათამიშვილის რჩევას რჩევით ეხმაურება დიდუბის გამგებელი ლევან მხეიძე - "დღეს, რომ რეინტეგრაციის მინისტრმა მარგველაშვილთან ერთად იქეიფეს მუსულმანთა საძმოს სასტავთან ერთად მაგას მიაქციე ყურადღება ჯობია, არ თქვა არ არის ადმინ რესურსის გამოყენებაო", - წერს მხეიძე.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი იონათამიშვილს წარსულს ახსენებს და მის განცხადებებს უსამართლოს უწოდებს.

"და კოკი, საპარლამენტო არჩევნების დროს იგივე მოცემულობა არ იყო, ახლა რომ გაგახსენდა უგულავასთვის რჩევების მიცემა არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით? რაღაი უგულავა, შენ თვითონაც უკიდურესად აქტიურად არ იყავი ჩართული არჩევნებში? ლამის სპოუქსპერსონი გახდი ნაცმოძრაობის. not fair (უსამართლოა)", - წერს გვარამია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს