გაგრძელდება თუ არა რაბათის რეაბილიტაცია?

გაგრძელდება თუ არა რაბათის რეაბილიტაცია?

ახალციხის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში რაბათის განვითარების პროგრამისთვის 32 000 ლარია გაწერილი, მაგრამ რას მოხმარდება ამ ეტაპზე გარკვეული არ არის. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის თქმით, თუ რაბათში რაიმე პროექტის განხორციელება დაიგეგმება, აღნიშნული თანხა მისთვის გაიწერება. თუმცა, ამ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან რაბათის რეაბილიტაციისათვის დაგეგმილი არაფერია.

ოლეგ სანდროშვილი აცხადებს, რომ გასულ წელს რესურსების ძირითადი ნაწილი მხოლოდ ციხის რეაბილიტაციისთვის იყო გაწერილი, რის გამოც ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარებელი დარჩა. ამიტომ წელს აქცენტი ქალაქის შიდა გზებსა და სოფლებზე გაკეთდა, ადგილობრივი სახსრებით კი ამ ეტაპზე რაბათის რეაბილიტაციისთვის ვერაფერი დაიგეგმება.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა