ჟურნალმა Global Finance 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ინტერნეტ ბანკებს შორის კვლავ "თიბისი" დააჯილდოვა.
როგორც ბანკში განმარტეს, გაიმარჯვეს ერთდროულად სამ ნომინაციაში: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით, როგორც "საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი" და "ინტერნეტ ბანკის კომუნალური გადასახადების საუკეთესო სისტემა", ხოლო საქართველოს მასშტაბით, როგორც "საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი".
გამარჯვებული ბანკები შეირჩა ინტერნეტ ბანკის ფუნქციონალობის, დიზაინისა და ინტერნეტ მომხმარებლის მოზიდვის სტრატეგიის ეფექტურობის მიხედვით.
შეგახსენებთ, 2013 წელს ეს მეოთხე ჯილდოა "თიბისი ბანკისთვის". ბანკმა უკვე მიიღო მსოფლიოში ორი წამყვანი გამოცემის Global Finance-ისა და EMEA Finance -ის ჯილდოები ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ForEx პროვაიდერის და საუკეთესო ბანკის ნომინაციებში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9