"წესიერ ქვეყანაში, კაი ხალხი მაგ რესტორანს არ მიეკარებოდა და გააკოტრებდა"

"წესიერ ქვეყანაში, კაი ხალხი მაგ რესტორანს არ მიეკარებოდა და გააკოტრებდა"

კინომცოდნე და რადიო თავისუფლების ბლოგერი გოგი გვახარია კუს ტბის ფერდობზე რესტორნის მშენებლობის გამო ხეების გაჩეხვას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აპროტესტებს.

"ეგ ტერიტორია თუ ვერ გადარჩა და მაინც გაჩეხეს, წესიერ ქვეყანაში, კაი ხალხი მაგ რესტორანს არ მიეკარებოდა და გააკოტრებდა... ახლა ამბობენ, კერძო ტერიტორიაა და რასაც გვინდა იმას ვიზამთო, მაგრამ მერე რას მოიმოქმედებენ, როცა არავინ შევა მაგ რესტორანში?", - წერს გვახარია.

პოსტს ეხმაურებიან გვახარიას მეგობები. თუმცა მათი უმრავლესობა სკეპტიკურად არის განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ ახალ რესტორანში შესვლაზე ხალხი უარს იტყვის.

გავრცელებული ინფორმაციით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს "კოლორიტი" რესტორანს აშენებს, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებს იღებენ. ამ ამბავმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. "ფეისბუქზე" დარეგისტრირებულია გვერდი, სახელწოდებით "გადავარჩინოთ კუს ტბის ფერდობი!!". დღეს 5 საათისთვის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო საპროტესტო აქციაც, რომელიც მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა მოქალაქეების ჯგუფი იქ უკვე შეკრებილია და ნარგავების ამოღების  პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

ნერგების ამომღები და ნერგების გადამტანი მანქანები შემოღობილ ტერიტორიაზეა შესული.

მოქალაქეებმა, რომლებიც ნერგების ამოღებას აპროტესტებენ, შემოღობილი ტერიტორიაზე შესასვლელი კარი საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს. მანქანები იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. შპს "კოლორიტის" წარმოამდგენელმა პატრულს გამოუძახა. ადამიანები, რომლებიც ხეების ამოღებას აპროტესტებენ "კოლორიტის" მფლობელთან შეხვედრას ითხოვენ.

ტეროტორიაზე მივიდა პატრული, რომელმაც განაცხადა, რომ მუშებს ხეების ამოღების ნებართვა მერიისგან მიღებული აქვთ, იმ შემთხვევაში თუ ნერგები არ დაზიანდება. აქციის მონაწილე მოქალაქეები ამბობენ, რომ ივლისში ამოღებული ხეები მაინც გახმება და მიაჩნიათ რომ მერიის ნებართვა ირღვევა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ამოღებული ნარგავებს ისევ დარგვა დაიწყეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლის ერეკლე ურუშაძის თქმით, ტერიტორიას, რომელსაც მთაწმინდის ყოფილი მაჟორიტარის არჩილ გეგენავას კომპანია ფლობდა, თბილისის მერიამ ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნა. შემოღობილ ტერიტორიას ახლა რზ-3 სტატუსი აქვს, რომლის მიხედვითაც მერიასთან შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოების ჩატარების უფლება აქვს.

იხილეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს