რუსეთში ქალებს "კრიტიკულ დღეებში" შესაძლოა 2 გამოსაშვები დღე მისცენ

რუსეთში ქალებს "კრიტიკულ დღეებში" შესაძლოა 2 გამოსაშვები დღე მისცენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი მიხაილ დეგტიარევი საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივით გამოდის, რომ ქალებს "კრიტიკულ დღეებში" დამატებით 2 დასვენების დღე ჰქონდეთ.

"სუსტი სქესის წარმომადგენლებს ამ დროს ტკივილის იმდენად ინტენსიური შეგრძნება აქვთ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება ხდება საჭირო. უამრავი ქალი აცხადებს, რომ ყოველთვიური ტკივილი რამდენიმე დღით კალაპოტიდან აგდებს. ამიტომ მეცნიერ-გინეკოლოგები მენსტრუაციას განიხილავენ არა მხოლოდ როგორც სამედიცინო, არამედ როგორც სოციალურ პრობლემას", - ასე ხსნის საკუთარი ინიციატივის მოტივებს დეპუტატი დეგტიარევი.

"იმისათვის, რომ დამატებითი გამოსაშვები დღე მიიღონ, ქალბატონებმა თავად უნდა განსაზღრონ თვეში რომელი ორი დღე სურთ დასვენება, რათა ამ დღეებში დამსაქმებელმა ისინი გაათავისუფლოს", - აცხადებს მიხაილ დეგტიარევი.

რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" წევრი დეგტიარევი მოსკოვის მერობაზე იყრის კენჭს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კანდიდატი ქალებს "კრიტიკულ დღეებში" დამატებით გამოსაშვებ დღეებს ჰპირდება.

მომზადებულია slon.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს