ედუარდ აღასარიანი: "თანამდებობისთვის შესაფერისი ვარ"

ედუარდ აღასარიანი: "თანამდებობისთვის შესაფერისი ვარ"

რატომ გადაწყვიტა გამგებლობა, რა კავშირი აქვს შსს -თან, რითი ხსნის იმ ფაქტს, რომ გამგებლად ჯერ კიდევ მაშინ მოიაზრებოდა, როცა პოსტი ვაკანტურიც არ იყო - ამ და სხვა საკითხებზე "სამხრეთის კარიბჭე" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელს ედუარდ აღასარიანს ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ აგირჩიეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე?

- ორი ეტაპი გავიარე, მესამე ეტაპი კი კენჭისყრა იყო, რომელსაც 31-დან 26 დეპუტატი ესწრებოდა. ჩემს კანდიდატურას 26 -ვემ დაუჭირა მხარი. ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ამ თანამდებობისთვის შესაფერისი ვარ, რადგან სხვადასხვა სფეროებში, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სისტემაში მუშაობის გამოცდილება მაქვს. კარგად ვიცი სახელმწიფო ენა და ასევე კარგად ვფლობ სომხურ და რუსულ ენებს, ანუ ხაზს ვუსვამ, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ენობრივი ბარიერი არ მექნება.

- თქვენს კანდიდატურას გამგებლის პოსტზე დიდი ხნით ადრეც განიხილავდნენ, ვიდრე ნაირი ირიციანი გადადგებოდა და მაშინაც, როცა პოსტი ვაკანტური იყო...

- ჩვენ, ახალქალაქში, პატარა ქალაქში ვცხოვრობთ. ნებისმიერ ადამიანზე შეუძლიათ ეს თქვან. მეც ხშირად მეუბნებოდნენ, მაგრამ ყოველთვის ვპასუხობდი, რომ რეალობაში არსებობს ადამიანი, ვინც დღეს მუშაობს და სანამ ეს ადამიანი არ წასულა, სანამ ვაკანსია გამოცხადებული არ არის, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.

- ამბობენ, რომ თქვენ ამ თანამდებობაზე "დაგნიშნეს" და თქვენ შსს- ს კადრი ხართ...

- მე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ვმუშაობ. ამ ხმების გავრცელება, როგორც ჩანს, ვიღაცას აწყობდა. ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც არ შემიძლია. ჩემს შესახებ ასევე ამბობდნენ, რომ მე რაღაც სხვა პარტიების წარმომადგენელი ვარ და ა.შ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ პარტიული არასდროს ვყოფილვარ. მათ შორის, კომუნისტური პარტიის წევრიც არ ვიყავი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა