ქალმა კანქვეშ საკვები ზეთი შეიყვანა

ქალმა კანქვეშ საკვები ზეთი შეიყვანა

50 წლის კორეელმა ჰანგ მიუკუმ, რომელიც ახალგაზრდობაში აზიურ სამოდელო ბაზარზე წარმატებული მოდელი იყო, ახალგაზრდობის სილამაზის დაბრუნება სახიფათო გზით სცადა.

პლასტიკურმა ქირურგებმა ქალს პლასტიკური ოპერაციისა და ბოტოქსით სახის გადაჭიმვაზე უარი უთხრეს. ნაოჭების გაქრობის იმედით, მიუკუმ თვითნებურად შეიყვანა კანქვეშ საკვები ზეთი. შედეგი საშინელი აღმოჩნდა - მას სახე დაუსივდა და უზარმაზარი ნაკეცები გაუჩნდა.

ის დასავლური გამოცემებისა და ადგილობრივი მედიის მთავარი ”სახე” გახდა. კორეელებმა სპეციალური ფონდიც კი დააარსეს, სადაც ადგილობრივები ქალის ოპერაციისთვის ფულს რიცხავდნენ. მიუხედავად პლასტიკური ქირურგების მცდელობისა, ჰანგის სახეს არაფერი ეშველა. მას მოგვიანებით ასეთი დიაგნოზი დაუსვეს - ფსიქიკური აშლილობა.

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს