მარადიულმა ახალგაზრდობამ ქალს სამი ოჯახი დაუნგრია

მარადიულმა ახალგაზრდობამ ქალს სამი ოჯახი დაუნგრია

47 წლის ბრიტანელი ენ ბოლტონი ყველაფერზეა წამსვლელი, რომ მის სახეს დაბერების რაიმე ნიშანი შეეტოს. ის "მარადიული ახალგაზრდობის წყევლით" იტანჯება.

24 წლის ასაკში ენი ცოლად მის თანატოლ კრისტოფერ ბოლტონს გაყვა. თავდაპირველად წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ 5 წლის შემდეგ ოჯახში კონფლიქტის საფუძველი გაჩნდა. ჩხუბის მიზეზი უმეტესად ის იყო, რომ ენს სიბერე გვერდს უვლიდა. მის სახეს წლებთან ერთად არცერთი ნაოჭი არ გასჩენია.

"სანამ 30 წელი შემისრულდებოდა, ჩემმა მეუღლემ შეამჩნია, რომ ჩემზე გაცილებით პატარა ბიჭების ყურადღებას ვიქცევდი და ეჭვიანობა დაიწყო. წლებთან ერთად ჩვენს გარეგნობას შორის იმხელა სხვაობა გაჩნდა, რომ ადამიანები ჩემს მეუღლეს გადახრების მქონედ მიიჩნევდნენ. მათ ეგონათ, რომ კრისტოფერი მასზე გაცილებით ახალგაზრდა გოგონაზე დაქორწინდა, არადა ტოლები ვართ. ყველაფერი ვცადე, რომ უფრო ხნიერი გამოვჩენილიყავი, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე", - აცხადებს 47 წლის ენი.

წყვილმა ერთად 8 წელი იცხოვრა. მათ 2 შვილი შეეძინათ, თუმცა ამან ენის მეუღლე ვერ შეაჩერა. ის ცოლს მაინც გაეყარა, რათა საზოგადოების რისხვა აერიდებინა.

ორი შვილის დედამ განქორწინება რთულად გადაიტანა. ის ყველანაირად ცდილობდა ყურადღება არ მიექცია მასზე გაცილებით პატარა ბიჭებისთვის, რომელთაც ენთან ურთიერთობის გაბმა სურდათ. განქორწინებიდან 4 წლის შემდეგ "უბერებელმა" ქალმა ბრაიან გრეჰამი გაიცნო, რომელიც ყოფილი მეუღლისგან განსხვავებით, ამაყობდა ენის გარეგნობით.

"ის კომპლიმენტებით მანებივრებდა. როდესაც ორი შვილი, ჯეიკობი და ჯოშუა გავუჩინე, მაშინაც უბედნიერესი იყო. ჩემი გარეგნობა არც მშობიარობას შეუცვლია. მაგრამ როდესაც ბრაიანს 42 წელი შეუსრულდა, მარადიული ახალგაზრდობის წყევლამ კვლავ იჩინა თავი. ჩემს მეუღლეს აღიზიანებდა ხალხის კითხვები, მისი შვილი ვიყავი თუ და", - იხსენებს მრავალშვილიანი დედა.

პირადი ცხოვრების მოწყობას ენი 32 წლის პოლ სმიტთან შეეცადა, თუმცა ამჯერადაც ყველაფერი კრახით დასრულდა.

ქალმა მთელი ყურადღება შვილებზე გადაიტანა, თუმცა პრობლემებმა აქაც იჩინა თავი. უფროსმა ვაჟიშვილებმა დედისგან თავი შორს დაიჭირეს, რადგან გოგონები ეჭვიანობდნენ. ყველას ეგონა, რომ ენი მათი შეყვარებული იყო.

"ჩემი შვილების მეგობარ გოგონებს არ მოვწონდი. დაოჯახებულ ქალებს ხომ საერთოდ...ქმრებს მარიდებდნენ. ყოველ დილით იმ იმედით ვიღვიძებ, რომ სარკეში ჩახედვისას ერთ ნაოჭს მაინც აღმოვაჩენ სახეზე, მაგრამ ჩემი კანი ისევ ისეთია, როგორც წლების წინ. ჩემი ახალგაზრდობა ნამდვილ წყევლად მექცა", - აცხადებს ენ ბოლტონი, რომელიც უკვე ბებია გახდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს