მთავრობა ახალბედა ბიზნესს ბიუჯეტიდან დააფინანსებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გამარტავს, ქვეყანაში ე.წ. სტარტაპების დაფინანსების პრობლემა არსებობს და ამიტომ მთავრობა ამ მიმართულებით 2014 წლის ბიუჯეტში გარკვეულ თანხებს გამოყოფს. მინისტრი აცხადებს, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ქვეყანაში ბიზნესის წამოწყებას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.
"პრობლემა არის დამწყები ბიზნესის, ე.წ. სტარტაპების დაფინანსება. ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტში გარკვეული თანხები გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ მოხდეს დამწყები ბიზნესების დაფინანსება. ეს ის ბიზნესებია, რომელიც საბანკო სექტორის მიერ კონკრეტული მიზეზების გამო ვერ ფინანსდებიან. რადგანაც იქ არის გაცილებით მკაცრი რეგულაციები და ეს რეგულაციები არ იძლევა საშუალებას, რომ დამწყები ბიზნესები დაფინანსდეს. ეს არის უფრო მაღალი რისკის ბიზნესები, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის მატარებელი, რათა ეს საკითხები გადაწყდეს", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9