”სნაიპერი” ბებია

”სნაიპერი” ბებია

78 წლის ინდოელი ქალი, ჩანდრო ტომარი მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი მსროლელია.

მიუხედავად ასაკისა, ის შესანიშნავად ხედავს და მიზანს არასდროს აცილებს. ადგილობრივებიცა და მისი შვილიშვილებიც ჩანდროს სნაიპერ ბებოს ეძახიან. მას 6 შვილი და 15 შვილიშვილი ჰყავს. ინდოეთის მასშტაბით 25-ჯერ გაიმარჯვა მიზანში სროლის ეროვნულ ჩემპიონატში.

როდესაც პირველად კლუბში მივიდა, გარშემო მხოლოდ კაცები იყვნენ. თუმცა, ახალგაზრდა გოგონამ ძლიერ სქესს პირველივე დღეს დაუმტკიცა, რომ იარაღი მხოლოდ კაცების საქმე არაა.

"როდესაც რევოლვერიდან პირველად გავისროლე, ძალიან შემეშინდა. თუ მიზანს ფოკუსში მოაქცევ და არ იჩქარებ, ყველაფერი გამოგივა", - ამბობს ის.

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს