პირველი მსოფლიო მოქალაქე გარი დევისი გარდაიცვალა

პირველი მსოფლიო მოქალაქე გარი დევისი გარდაიცვალა

ვერმონტის შტატში გარი დევისი, საზოგადო მოღვაწე და პირველი მსოფლიო მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

დევისი, რომელმაც მსოფლიო მოქალაქეობა 1948 წელს მიიღო, 24 ივლისს თავის 92-ე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. მას ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი დარჩა.

აშშ-ის მოქალაქემ, ბროდვეის ყოფილმა მსახიობმა და პილოტმა გარი დევისმა აშშ-ის მოქალაქეობაზე უარი 1948 წლის 25 მაისს თქვა. ეს მოხდა პარიზში, სადაც ის აშშ-ის საელჩოში პასპორტის  ჩასაბარებლად მივიდა. თავისი გადაწყვეტილება ჰარიმ შემდეგნაირად ახსნა - თუ მსოფლიოში ყველა ადამიანი უარს იტყვის საკუთარ მოქალაქეობაზე, მაშინ დედამიწაზე აღარ მოხდება ომები.

ხელისუფლებამ მას საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება 12 სეტემბრამდე სთხოვა. 7-ში დევისი შაიოს სასახლეს ეწვია, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეა გაიხსნა. სწორედ ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეღწევით მოიპოვა მან მსოფლიო მოქალაქეობა.

ამის შემდეგ დევისს პირველი მსოფლიო პასპორტი მისცეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰარიმ თავისი პასპორტი CIA-ს ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს გადასცა, რომლის დოკუმენტები აშშ-ის მთავრობამ გააუქმა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს