ირაკლი კაკაბაძე - "ბაჩო ახალაიას გამოშვება არის ცოცხალი მაგალითი იმის, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა"

ირაკლი კაკაბაძე - "ბაჩო ახალაიას გამოშვება არის ცოცხალი მაგალითი იმის, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა"

უფლება დამცველი ირაკლი კაკაბაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენს "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ბაჩო ახალაიას გამოშვება არის ცოცხალი მაგალითი იმის, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ადამიანების წამების, გაუპატიურების და მიხრჩობის რეჟიმი კვლავ ადგილზეა - გამოსავალი არის საერთო-სახალხო აჯანყებაში, რომელიც მიშას და მის ბანდას ჩაუშესკუს ან ფუხიმორის სტილში გაასამართლებს.

ლაშა ნაცვლიშვილის ნაღვაწი - ესეთი სასამართლო ვის რად უნდა! გავდივართ ქუჩაში!", - წერს კაკაბაძე.

თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე განაჩენი მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს