ჩინელმა თვითმფრინავში ბურგერში მოთავსებული კუს შეტანა სცადა

ჩინელმა თვითმფრინავში ბურგერში მოთავსებული კუს შეტანა სცადა

ჩინელი მამაკაცი, გვარად ლი, თვითმფრინავის ბორტზე მოშინაურებული კუს შეპარებას ცდილობდა. იმისათვის, რომ დაცვას არ დაენახა, მან კუ ბურგერში მოათავსა და ჩანთაში ჩადო. ამის შესახებ Agence France-Presse-ი იტყობინება.

სამწუხაროდ, ლის მცდელობა კრახით დასრულდა. როდესაც მის ბარგს ამოწმებდნენ, კუ აღმოაჩინეს. თავდაპირველად ჩინელი უარყოფდა, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ ჩანთაში ბურგერში მოთავსებული კუ ეჯდა.

თავისი გადაწყვეტილება ლიმ იმით ახსნა, რომ არ სურდა შინაურ ქვეწარმავალთან განშორება. საბოლოოდ მას მაინც კუს გარეშე მოუწია გაფრენა.

მომზადებულია news.am-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს