ლადო ბედუკაძე - ”ვუსამძიმრებ პროკურატურას"

ლადო ბედუკაძე - ”ვუსამძიმრებ პროკურატურას"

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბაჩო ახალაიას განაჩენს ეხმაურება

"ვულოცავ ბატონ ბაჩოს გამართლებას (იმედია სხვა დანარჩენ ე.წ. " ბრალდებებშიც" გამართლდება), ვულოცავ ბატონ კუბლაშვილს მისი სახელობის სასამართლოს "დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის კვლავ დამტკიცებას" და, რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ პროკურატურას", - წერს ბედუკაძე.

თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე განაჩენი მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს