თამარ ჩერგოლეიშვილი თეა წულუკიანს - "დიდი იმედი მაქვს, რომ გიგი კალანდაძე გიჩივლებს"

თამარ ჩერგოლეიშვილი თეა წულუკიანს - "დიდი იმედი მაქვს, რომ გიგი კალანდაძე გიჩივლებს"

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იუსტიციის მინისტ თეა წულუკიანის მიერ გიგი კალანდაძის პასუხად გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"დიდი იმედი მაქვს, რომ გიგი კალანდაძე გიჩივლებს და იმ ოქმს ჩარჩოში მოათავსებ, ზუსტად ისე, როგორც საჯარო ადმინისტრატორის დიპლომი ჩასვი :)", - წერს ჩერგოლეიშვილი და იქვე იუსტიციის მინისტრის სიტყვები მოჰყავს: "მე შემიძლია ვიამაყო იმ დაკავების ოქმით, რომელიც ჩემ მიერ არის შედგენილი და რომლითაც დაკავებული იქნა გენერალი გიგი კალანდაძე".

როგორც გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, მოსამართლეზე, რომელიც მის საქმეს იხილავდა, იუსტიციის მინისტრი ზეწოლას ახორციელებდა. კალანდაძე მოსამართლე გიორგი დარახველიძეს მადლობას უხდის იმისათვის, რომ თეა წულუკიანის ზეწოლის ქვეშ არ მოექცა.

კალანდაძე აპირებს სამართლებრივად მოსთხოვოს პასუხს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას.

როგორც კალანდაძემ სასამართლოზე თავის ჩვენებაში აღნიშნა, სამინისტროში მას ირაკლი ალასანია დახვდა, რომელმაც მოსალოდნელი დაკავების შესახებ ამცნო და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ შეჰპირდა, რომ მას არაფერი შეეხებოდა. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, ირაკლი ალასანიამ იგი ოთახში შეიყვანა, სადაც იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი და რამდენიმე ათეული სამართალდამცველი ელოდა.

"მე შემიძლია ვიამაყო იმ დაკავების ოქმით, რომელიც ჩემ მიერ არის შედგენილი და რომლითაც დაკავებული იქნა გენერალი გიგი კალანდაძე", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაერთოებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის დღევანდელი ჩვენების კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კალანდაძემ ძალიან კარგად იცის, რომ მისი დაკავებისას მისი ყველა უფლება ზედმიწევნით იყო დაცული. "იმ პროცესით, რომელსაც გიგი კალანდაძის დაკავების პროცესი ერქვა იუსტიციის მინისტრის მიერ, მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სწავლული იურისტი თუ პრაქტიკოსი იამაყებს, იმიტომ, რომ იქ ნაჩვენები იქნა, თუ როგორ უნდა იყოს დაკავებული ეჭვმიტანილი, მისი ყველა უფლების ზედმიწევნით დაცვით", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს