ოლეგ იაძე: "კაბინეტში ნარკომანების სია და საბუთები დამხვდა"

ოლეგ იაძე: "კაბინეტში ნარკომანების სია და საბუთები დამხვდა"

კასპის გამგებელი ოლეგ იაძე აცხადებს, რომ სამუშაო კაბინეტში იმ პირთა მონაცემები (სია, ნარკოტიკულ საშუალებებზე დაჯარიმების ოქმები და ა.შ.) დახვდა, რომლებსაც 2008 წლიდან "ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ, ზონდერებად იყენებდა.

"რამდენიმე ხნის წინ, იმ პირთა სიები გაჩვენეთ, რომლებიც ნარკომანიაზე იყვნენ დაჯარიმებულები და ჩემს წინააღმდეგ აქციებს მართავდნენ. მე რომ გამგებლად ამირჩიეს, ეს საბუთები აქ დამხვდა. როგორც ჩანს, ამ ადამიანებზე მონაცემებს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აგროვებდნენ და შემდეგ ან ზონდერებად იყენებდნენ, ან ჩვენი მხარდამჭერების დასაშინებლად" , - აცხადებს ოლეგ იაძე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა