სანდლები და წინდები მოდის ყველაზე დიდ შეცდომად აღიარეს

სანდლები და წინდები მოდის ყველაზე დიდ შეცდომად აღიარეს

სანდლებისა და წინდების შეხამება ყველა დროის ყველაზე დიდ მოდურ შეცდომად აღიარეს. ამას ბრიტანული მაღაზიათა ქსელის Debenhams-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს.

Debenhams-ის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს "ანსამბლი" - წინდა და სანდლები, სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე პოპულარულმა მოდურმა ბრენდებმა Christian Dior-მა და Chanel-მა თავიანთ ახალ კოლექციებში ჩართეს, მომხმარებლებს ეს შეხამება მაინც არ მოსწონთ.

"წინდა და სანდლები ლამაზად გამოიყურება მოდის ჩვენებებზე, თუმცა არა ყოველდღიურ ცხოვრებაში", - აცხადებს Debenhams-ის წარმომადგენელი.

მეორე ადგილი ყველა დროის ყველაზე უგემოვნო სტილის სიაში მამაკაცის პლადფორმიანმა ფეხსაცმელმა დაიკავა, ხოლო მესამე ზედმეტად დაბალწელიანმა და "ჩაჩაჩულმა" შარვლებმა.

მოდური "გაუგებრობების" სრული რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. სანლდების და წინდების დუეტი

2. მამაკაცის "ბათინკები" პლადფორმაზე

3. "ჩაჩაჩული" და ზედმეტად დაბალწელიანი შარვლები

4. ველიურის სპორტული სამოსი

5. ქალის გრძელუბიანი შარვალი (harem pants)

6. მოკლე ბლუზები და მაისურები

7. სპორტული, წელზე დასამაგრებელი ჩანთები.

8. 1980-იანი წლების სპორტული სამოსი

9. ე.წ. "ბეისბოლკები"

10. მოცულობითი თმის სამაგრები.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს