რის სათქმელად დაუკავშირდა გაუპატიურებული გოგონა "სამხრეთის კარიბჭეს"

რის სათქმელად დაუკავშირდა გაუპატიურებული გოგონა "სამხრეთის კარიბჭეს"

გოგონა, რომელიც ოჯახის ნათლიას და მის შვილს, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს "სამხრეთის კარიბჭეს" საზღვარგარეთიდან დაუკავშირდა. მან პოლიციის შეცდომებსა და საქმის გაჭიანურების მიზეზებზე ისაუბრა. საქმეს ადიგენის რაიონული სამმართველო მეცხრე თვეა იძიებს, თუმცა ამ დრომდე დამნაშავე მხილებული არ არის.

დაზარალებულის თქმით, პოლიციამ მოძალადეების დასჯის საუკეთესო შანსი ხელიდან გაუშვა. ამასთან, მოძალადე მამაკაცი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალების" აქტიური მხარდამჭერი და პოლიციის ინფორმატორიც იყო.

"თავიდანვე შევთავაზე პოლიციას ერთი კვირა მოეცათ ჩემთვის და ფაქტზე დავაყენებდი თუ რას როგორ მაიძულებნენ, მაგრამ მაშინ მითხრეს, არ არის საჭირო, შენი ნათქვამიც საკმარისიაო და ის კაცი დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვის შემდეგ კი სახლში გაუშვეს და ახლა საქმის გამოსაძიებლად აღარაფერს აკეთებენ. უფრო მეტიც, სოფელში მას ამოჰქონდა "პლაკატები" გასაკრავად და პოლიციასაც აწვდიდა ინფორმაციებს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც არ აკავებენ", - ამბობს გოგონა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა