ასპინძაში სოფლის რწმუნებულებს ათავისუფლებენ

ასპინძაში სოფლის რწმუნებულებს ათავისუფლებენ

ასპინძის გამგებელმა ლევან ცაბაძემ სოფლის რწმუნებულებსა და მათ თანაშემწეებს თათბირზე პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობების დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამართლიანი არჩევნები" ავრცელებს. თათბირის შემდეგ, რწმუნებულების და მათი თანაშემწეების უმრავლესობამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, ნაწილმა კი პირადი განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად გამგებელი არ ადასტურებს. "არ ვიცი, თბილისში ვარ და ინფორმაცია არ მაქვს. თუ გავრცელდა ინფორმაცია, მე რაღას მირეკავ, დაწერე ის, რაც იცი, მე არავისთვის არაფერი მომითხოვია", - ამბობს ლევან ცაბაძემ.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა