"მოჩ­ვე­ნე­ბამ და­მი­რე­კა" - აჩ­რდი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში

"მოჩ­ვე­ნე­ბამ და­მი­რე­კა" - აჩ­რდი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში

თბი­ლის­ში ხში­რად გა­ი­გებთ, რომ რო­მე­ლი­მე სახ­ლში უც­ნა­უ­რი არ­სე­ბე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მოჩ­ვე­ნე­ბებს, უხი­ლავ ძა­ლებს თუ დე­და­მი­წა­ზე სუ­ლე­ბის ხე­ტი­ალს, იუ­მო­რით უყუ­რებს. თუმ­ცა ძნე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ფონ­ზე, მათ არ­სე­ბო­ბა­ზე არ და­ფიქ­რდე. "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ერ­თი ასე­თი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ცო­ტა ხნის წინ აც­ნო­ბეს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მოვ­ლე­ნა ცნო­ბილ უფ­ლე­ბა­დაც­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვი­თარ­დე­ბა, გა­ზე­თი რეს­პო­ნდენ­ტის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. კა­ხამ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი რეს­პო­ნდენ­ტის პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლი­ა, ასეთი რამ გვი­ამ­ბო:

- არა­ერ­თხელ მსმე­ნია თბი­ლის­ში კონ­კრე­ტულ სახ­ლებ­ში მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ამ ამ­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ მი­მი­ნი­ჭე­ბი­ა. ცო­ტა ხნის წინ მე­გობ­რე­ბი მიმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მა­რ­შალ გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩის ერ­თ-ერთ სახ­ლში სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, გან­წყო­ბა ვერც ამ მო­ა­რულ­მა ხმებ­მა შე­მიც­ვა­ლეს, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის წი­ნა­შე არ აღმოვჩნდი. მარ­თლმა­დი­­დე­ბე­ლი ვარ და ასე­თი ამ­ბე­ბის ნაკ­ლე­ბად მჯე­რა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­სახ­ვი­სა და ლე­გენ­დის შექ­მნის მცდე­ლო­ბა­ა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­კუ­თარ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ეს შეხედულება შე­მიც­ვა­ლა.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა შე­გემ­თხვათ?

- ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, რო­მელ­საც ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში გან­თავ­სდა. სახ­ლი ხუ­თო­თა­ხი­ა­ნი­ა, სა­ო­ფი­სედ მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა და მე­სა­კუთ­რეს­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მეთ. საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყ­ე­ბი­დან ცო­ტა ხან­ში ში­ნა­გა­ნი დის­კომ­ფორ­ტი ვიგ­რძე­ნი. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი მაქვს ინ­ტუ­ი­ცი­ა, ში­ნა­გა­ნი ხმა და საგ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ჩე­მე­უ­ლი ფი­ლო­სო­ფია გა­მაჩ­ნი­ა. ად­ვი­ლად ვგრძნობ რისკს, საფ­რთხეს და შე­მიძ­ლია პი­როვ­ნულ­მა თვი­სე­ბებ­მა ად­ვი­ლად მი­კარ­ნა­ხოს გა­რე სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა­ზე. ახა­ლი ოფი­სი ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს მო­ე­წო­ნა. ვიდ­რე სა­თა­ნა­დოდ დავ­ლაგ­დე­ბო­დით, შე­ნო­ბა­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ით ყოფ­ნა მი­წევ­და. ხში­რად ჩე­მი სა­მუ­შაო დრო ღა­მის 11-12 სა­ათ­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლა. შე­ნო­ბა­ში გად­მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან, რო­დე­საც სა­მუ­შაო ოთახში მარ­ტო დავ­რჩი, უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა. ყუ­რადღ­ე­ბა მი­იქ­ცია იმ გა­რე­მო­ე­ბამ, რომ სახ­ლის იდუ­მა­ლე­ბა არ გახ­ლდათ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის არ­ყოფ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი. ვგრძნობ­დი, რომ იქ ჩემს გარ­და თით­ქოს ვი­ღაც იყო, ირ­გვლივ სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე სუ­ფევ­და, მაგ­რამ მე მა­ინც უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა მა­წუ­ხებ­და. სწო­რედ ასე­თი გან­ცდა მქონ­და, რო­დე­საც გვი­ა­ნო­ბამ­დე ვმუ­შა­ობ­დი. სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლი­სას ვგრძნობ­დი, რომ ჩემს უკან ვი­ღაც იდ­გა და შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბამ­დე "არ მშორ­დე­ბო­და". კა­რის ჭრი­ა­ლი, სა­ქა­ღალ­დე­ე­ბის უწყ­ი­ნარ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­მოშ­ლა, ერთ-ერ­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაქ­რო­ბა თუ სხვა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, უკ­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო. ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხა, თუმ­ცა პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია და­ვი­ჭი­რე თა­ნამ­შრომ­ლების­თვის ჩე­მი გან­ცდე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მით­ქვამს. მათ ეს ამ­ბა­ვი არც ახ­ლა იცი­ან, რად­გა­ნაც არ მინ­და შე­წუხ­დნენ და შრო­მი­თი მო­ტი­ვა­ცია და­ე­კარ­გოთ. გა­დავ­წყვი­ტე, ოფი­სი მე­კურ­თხე­ბი­ნა. გუნდს იდეა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და მღვდელ­მა ოფი­სი გვი­კურ­თხა. თით­ქოს­და და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­მეხ­სნა. ში­ნა­გა­ნი სიძ­ლი­ე­რე ვიგ­რძე­ნი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ჯერ კიდევ წინ იყო. იქიდან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ოფის­ში არ­სე­ბობ­და, გა­დავ­წყვი­ტე, გვი­ა­ნო­ბამ­დე აღარ მე­მუ­შა­ვა, თუმ­ცა შემ­თხვე­ვის დღეს გვინობამდე მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ. კა­რი უნ­და და­მე­ხუ­რა, რო­დე­საც მე­ნე­ჯე­რის ტე­ლე­ფო­ნის ზა­რი გა­ის­მა. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ღა­მით მე­ნე­ჯე­რის ტე­ლე­ფონ­ზე ვის უნ­და და­ე­რე­კა. გა­დავ­წყვი­ტე მეპასუხა. ჩემს გან­ცვიფ­რე­ბას საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­დე­საც ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რან­ზე ოფი­სის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ნო­მე­რი დაიწერა. გავშეშდი. ყურ­მი­ლი ავი­ღე და სწრა­ფად­ვე დავდე. შე­ნო­ბას ვტო­ვებ­დი, რო­დე­საც ზა­რი ისევ გან­მე­ორ­და.

- მხო­ლოდ თქვენ ამ­ჩნევთ ოფის­ში უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნებს?

- მე­ო­რე დღეს ეს ამ­ბა­ვი კო­ლე­გას ვუ­ამ­ბე. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­საც აწუ­ხებ­და იგი­ვე შეგ­რძნე­ბე­ბი, თით­ქოს შე­ნო­ბა­ში უხი­ლა­ვი ძა­ლა იყო. გა­დავ­წყვი­ტეთ, დაგ­ვე­რე­კა სა­ტე­ლე­ფო­ნო კომ­პა­ნი­ის­თვის, რომ­ლის სერ­ვი­სი­თაც ვსარ­გებ­ლობთ, რომ დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, იყო თუ არა მომ­ხდა­რი ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის. ოპე­რა­ტორ­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ზა­რი ნამ­დვი­ლად ოფი­სის ერ­თი ნომ­რი­დან მე­ო­რეზე გან­ხორ­ცი­ელ­და მო­ცე­მულ დროსა და პი­რო­ბებ­ში, და­ინ­ტე­რეს­და, ხომ არ ვცდე­ბო­დი, იქ­ნებ იმ დრო­ის­თვის, ოთახ­ში მარ­თლაც ვინმე იმ­ყო­ფე­ბოდ­ა. კომ­პა­ნი­ამ დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ასე­თი ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვის გა­რე­შე ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. უნ­და აღვნიშ­ნო ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ჩვე­ნი ოფი­სის ნომ­რებს და მი­სა­მარ­თებს სერ­ვი­სი არ გა­აჩ­ნი­ა, რი­თაც თა­ვი­დან­ვე გა­მო­ი­რიცხა ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის შემ­თხვე­ვა. სა­გო­ნე­ბელ­ში ჩავ­ვარ­დით, გა­დავ­წყვი­ტეთ, და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვით სახ­ლის ის­ტო­რი­ით. გა­მოვ­კითხ­ეთ ახ­ლო მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე მო­სახ­ლე. მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ვი­ღეთ. ბო­ლოს ოფი­სის დამ­ლა­გე­ბელს გა­ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლი­ც 50 წელ­ზე მე­ტი­ა, შე­ნო­ბის გვერ­დით მდე­ბა­რე სახ­ლში ცხოვ­რობს. მან დე­დამ­თი­ლის­გან მოს­მე­ნი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მოგვაწოდა არა მარ­ტო სახ­ლზე, არა­მედ უბან­ზე, და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­სა და სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ბი­ნის მფლო­ბე­ლებ­ზეც. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვენს ოფის­ში კე­თი­ლი მოჩ­ვე­ნე­ბა ოდით­გან­ვე ცხოვ­რობ­და. "ა­და­მი­ა­ნებს არ ერ­ჩის, უბ­რა­ლოდ თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით თა­ვის არ­სე­ბო­ბას შე­გახ­სე­ნებ­თო", - დაგ­ვამ­შვი­და ქალ­ბა­ტონ­მა. მი­სი თქმით, ამის შე­სა­ხებ ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­ებ­მაც იცოდ­ნენ, თუმ­ცა მა­თ ხელს არ აძლევდათ ამ ამ­ბის ჩვენ­თვის გამ­ხე­ლა. რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კვი­ეთ, ჩავ­თვა­ლეთ, რომ ოფის­ში ერ­თით მე­ტი "თა­ნამ­შრო­მე­ლი" გვყავს და ამის გა­მო არ ვა­პი­რებთ ოფი­სი დავ­ცა­ლოთ. ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ კი, აუ­ცი­ლებ­ლად ვეტყ­ვით ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­ებს, რომ სახ­ლის სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც დაგ­ვი­მა­ლეს, ამოვ­ხსე­ნით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს