მიშელ ობამამ მეუღლეს სიყვარული საჯაროდ აუხსნა

მიშელ ობამამ მეუღლეს სიყვარული საჯაროდ აუხსნა

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაბადების დღეზე მეუღლემ სიყვარული საჯაროდ აუხსნა. ობამა 4 აგვისტოს 52 წლის გახდა.

"დაბადების დღეს გილოცავ, ბარაკ! ჭაღარა შეგერია, მაგრამ უწინდელზე უფრო მეტად მიყვარხარ",-დაწერა მიშელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

რა აჩუქა მან მეუღლეს, უცნობია. პრეზიდენტმა კი საკუთარ თავს ტრადიციული საჩუქარი გაუკეთა და მთელი შაბათი დღე საყვარელი თამაშით - გოლფით გაერთო. ობამამ სამთავრობო ავიაბაზა ენდრიუსის მოედანზე რამდენიმე ძველ მეგობართან ერთად ითამაშა.

თამაშის შემდეგ ყველანი მერილენდის შტატში, პრეზიდენტის ქალაქგარე რეზიდენცია კემპ-დევიდში გაემართნენ. გამარჯვებულები, მათ შორის პრეზიდენტიც, ადგილზე ვერტმფრენით ჩაფრინდნენ, წაგებულებს კი რეზიდენციამდე მისვლა ავტომობილებით მოუწიათ.

კვირას შუადღით ობამა თეთრ სახლში დაბრუნდა, სადაც ზეიმი ვიწრო წრეში გაგრძელდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს